ბლოკჩეინით ხმის მიცემა მალე რეალობა გახდება!
დასავლეთი ვირჯინიაში ბევრი სამხედრო სამსახურის წევრებია, რომელთაც არ შეუძლიათ პერსონალურად არჩევნებზე ხმის დაფიქსირება. სწორედ ამიტომ, შტატი მობილურით ხმის მიცემის უსაფრთხო საშუალებას ტესტავს. შედეგად, ის გახდება პირველი შტატი, რომელიც ფედერალურ არჩევნებში ბლოკჩეინის გამოყენებით მობილურით კენჭისყრაში მონაწილეობას დატესტავს.
შტატის მდივანმა, მაკ ვორნერმა, 8 მაისს მოსალოდნელი არჩევნებისთვის შემუშავებული უსაფრთხო სამხედრო ხმის მიცემის აპლიკაციის შესახებ გააკეთა განცხადება. ეს ჯერ საპილოტე პროექტია და ამიტომ, პირველ რიგში, ორ საგრაფოზე იქნება შეზღუდული, კერძოდ, ჰარისონისა და მონონგალიასთვის. 2018 წლის 23 მარტის პარასკევიდან დაწყებული, სამხედრო ამომრჩევლებს ამ სისტემით ხმის მიცემის საშუალება მიეცემათ, სანამ 2018 წლის 8 მაისს, არჩევნების დღეს, კენჭისყრა დაიხურება. მათი ხმის დასაფიქსირებლად მხოლოდ Apple ან Android-ის რეგულარული სმარტფონი და დამტკიცებული ფედერალური ან შტატის ID-ია საჭირო.
პროექტის მიზანია, სამხედროებისთვის მობილურით ხმის მიცემის გადაწყვეტილების შეთავაზება, რომელიც უპრეცედენტო, პირდაპირი, უფრო უსაფრთხო და გახსნილი იქნება, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი მობილურით ხმის მიცემის სისტემები. თავდაპირველად, ეს აპლიკაცია შეზღუდული იქნება მხოლოდ სამხედრო ამომრჩევლებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არიან. ამ გზით ისინი ჰარისონსა და მონონგალიას საგრაფოებში ხმის მიცემას შეძლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, შტატი გეგმავს პროგრამის 55 საგრაფოში გაშვებას, თუ,რა თქმა უნდა, ეს საპილოტე პროექტი დამაიმედებელი აღმოჩნდება.
ეს საპილოტე წამოწყება პირველია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვორნერმა განაცხადა, რომ "დასავლეთ ვირჯინიაში უსაფრთხო, დაცული და ზუსტი ხმის მიცემის სისტემების დანერგვის ინიციატივას იღებს, რათა ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა ჩართულობას ყველა დონეზე".
სავარაუდოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის განახლებულმა შემოწმებამ გამოიწვია ეს სვლა, რის გამოც ვორნერი ამბობს, რომ "ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავზარდოთ მოქალაქეების რწმენა ჩვენი საარჩევნო პროცესის მიმართ. მეტი რწმენა მეტ ჩართულობას გულისხმობს. "
ეს უსაფრთხო სამხედრო პორტატული ხმის მიცემის საპილოტე წამოწყება არის დასავლეთი ვირჯინიის შტატის მდივნის ოფისის, Voatz-ის, Tusk/Montgomery ფილანტროპების, New America-ის და Blockchain Trust Accelerator-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი. Voatz არის ერთადერთი მიმწოდებელი, რომელიც მრავალმხრივი ხმის მიცემის ეტაპის დაგეგმვაზე მუშაობდა. კომპანია არის ჯილდოს მქონე ინოვაციური სტარტაპი. მის მიერ შექმნილმა შემოქმედებითმა და უაღრესად დაცულმა კენჭისყრის საშუალება სხვადასხვა არჩევნებში 70,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა და სხვადასხვა სფეროებში არსებულმა კომპანიებმაც, მათ შორის რამოდენიმე საპილოტე წამოწყებამ. Voatz აპლიკაცია უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისზე აკეთებს აქცენტს, რითაც ამომრჩევლებს მათი ხმის დაფიქსირებაში ეხმარება.
არავინ მიიჩნევს, რომ პროგრამა უკვე წარმატებულია. პროგრამის გამოსაყენებლად ზემოთ ხსენებული ორი საგრაფოს სამხედრო ამომრჩევლებმა უნდა შეიტანონ განაცხადი არ-დამსწრეს სტატუსის მისაღებად და Apple ან Android ტელეფონზე ან ტაბლეტზე გადმოწერონ აპლიკაცია.
წყარო: ccn.com