top of page

ბიტკოინს ცენტრალური ბანკის მახინაციები სააშკარაოზე გამოაქვს


ბიტკოინს შეუძლია, ეკონომიკის მკლვევარებს ახალი ხერხი შესთავაზოს, რომელიც გამოააშკარავებს ცენტრალური ბანკების მხრიდან ვალუტების მანიპულაციისა და მახინაციური ქმედებების შემთხვევებს. ადრე მსგავსი რამ შეუძლებელი იყო იდეალური ნიშნულის არარსებობის გამო.


ბიტკოინის ფასის გამოყენება უცხოური გაცვლითი კურსის ნიშნულის განსასაზღვრად.


მიუხედავად ბევრი ქვეყანის რწმუნებისა, რომ მათ აქვთ თავისუფლად ცვლადი გაცვლით კურსი და ბაზარს მიანდობენ ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენას, რეალურად, ყველა ცენტრალური ბანკი ერევა და განსაზღვრავს უცხოურ გაცვლით კურსს. აქამდე გამოსათვლელად გამოიყენებოდა ოქრო, ნავთობი, ცნობილი ბიგ მაკის ინდექსი, თუმცა არსებობდა ბევრი პრობლემა მათთან დაკავშირებით. დღეს კი, არსებული დიდი ვირტუალური კრიპტობირჟების მონაცემების საშუალებით, ეკონომისტებს შეეძლებათ, შეადარონ საშუალო გადახრა ქვეყნების ეროვნული ვალუტის ფასსა და კრიპტოვალუტის ფასებს შორის.


არსებული მეთოდის უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ, ძველი მეთოდისგან განსხვავებით, მათზე ცნობების მოპოვება მარტივია, სანდოა და არ არის დროში გაწელილი.


არგენტინის მაგალითი


აღნიშნული კვლევის დროს განიხილეს რამდენიმე ქეისი, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა არგენტინის კრიპტო ბაზარზე, სადაც გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ცენტრალურმა ბანკმა პესო ჩამოაშორა აშშ დოლარს და მიუშვა თავისუფალ ცვალებადობაზე, ის მაინც ერეოდა მის ფასში და ეს კარგად გამოჩნდა ბიტკოინის ფასთან შედარებისას.


ეკონომისტები, რომლებიც ამ მეთოდზე მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ ბიტკოინის ფასის მონაცემების ბაზის არსებობამდე მსგავსი პროცედურების ჩატარება გაცილებით ნელი და რთული იქნებოდა. ახლა კი, მათ შეუძლიათ გამოააშკარაონ ცენტრალური ბანკებისა და დიდი ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან კაპიტალის კონტროლის მაგალითები.


წყარო - news.bitcoin.com


bottom of page