10 შეცდომა, რომელსაც კრიპტომოვაჭრეებმა თავი უნდა აარიდონ
კრიპტოვალუტების ტრანზაქციებით ბევრი ფულის შოვნა შეიძლება. სწორედ ამიტომ გადმოინაცვლეს ინვესტორებმა ამ სფეროში. შარშან, კრიპტობაზრის სიდიდე $1 ტრილიონამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ყველა ვერ შოულობს ამით ფულს, რაც რამდენიმე მარტივად გამოსწორებადი შეცდომის გამო ხდება.
2. დაბალ ფასში გაყიდვა, მაღალზე - ყიდვა
კრიპტოვალუტის ბაზარი ძალზედ ცვალებადი და ადვილად მანიპულირებადია. საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ ფასი მუდმივად იცვლება. ამის გამო, ინვესტორები ხშირად კარგავენ ფულს. პანიკისას გაიყიდვები ხშირია დამწყებებს შორის კრიპტოვალუტით ვაჭრობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად აქვთ მასთან შეხება წინასწარი კვლევების გარეშე.
ამ ვაჭრობის ტექნიკის პრობლემა ისაა, რომ, როგორც კი გააკეთებ შეკვეთას, დაკარგავ ფულს. გაყიდვით წაგების შემცირება შესაძლებელია, თუმცა დროთა განმავლობაში ამ კრიპოვალუტაზე ფასი ისევ გაიზრდება და დამწყებები მათ უფრო დიდ ფასად იყიდიან; ამ ციკლის გამეორების გამო დამწყებები კარგავენ თავის ინვესტიციებს.
2. კონკრეტული მონეტით გატაცება
არც ერთი მონეტა მუდმივად არ გაიზრდება, ბიტკოინიც კი. სავსებით შესაძლებელია, გამოიარო მშვენიერი დღეები, თვეებიც კი და შემდგომ არანაკლებ საშინელი დღეებიც ნახო. კრიპტოსივრცე თავის წარმოჩენის საშუალებას გაძლევს ყოველდღიურად. თუ შენ მონეტის გჯერა, დიდხნიანი მოგებისთვის მისი შენახვა ყველაზე საიმედოა, თუ სწრაფი ვაჭრობა გსურს, მაშინ არ უნდა გქონდეს არანაირი ემოცია მონეტასთან.
ბიტკოინის ფასის დაცემის შემთხვევაში, $20,000-დან $10,000-მდე ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება მისი დიდი ხნის განმავლობაში შენახვა. თუმცა, არიან ვაჭრებიც, რომლებმაც უფრო დაბალ ფასში - $10,000-$20,000 - გაყიდეს და შემდგომში უფრო დაბალ ფასად - $6500-$10000 - იყიდეს, რითიც გარანტირებული მოგება მიიღეს.
ასევე, თუ კონკრეტული მონეტის ფასი რაიმე განცხადების შემდეგ მკვეთრად აიწევს, ადვილია მისი გამოყენებით მოგების გაორმაგება და გასამმაგებაც. ამისათვის უნდა ნახო მისი ფასი და ევოლუცია იმაში დასარწმუნებლად, რომ ფასის მკვეთრი ზდა ჯერ არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ დაკარგავთ ფულს და "სხვებს გაახარებთ".
3. იაფი უკეთესია
$1-ით ნაკლები ღირებულების მონეტა არ ნიშნავს იმას, რომ კარგო დრო მასში საინვესტიციოდ. მართალია, 5 ცენტის მონეტა ადვილად ავა 20 ცენტამდე მოკლე ვადაში, ისევე, როგორც $100-იანი ავა $500-მდე. $0,05ის ღირებულების მონეტის ერთი ცენტითაც დავარდნამ შეიძლება თქვენი ინვსეტიციების დაკარგვა გამოიწვიოს. არ უნდა იყიდოთ იაფი მონეტა დაბალი ფასის გამო, რადგან ის არ მოგცემს მოგების გარანტიას. მნიშვნელოვანია, გაიგო, თუ რატომაა მონეტა იაფი და რა განვითარების სტადიები შეიძლება გაიაროს მან ფასის გაზრდისსათვის.
4. ახალი მეგა მონეტის ძიებაში
შარშან, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიზარდა ფასი ბიტკოინზე $1000-დან $20,000-მდე, რაც ძალზედ შთამბეჭდავი იყო. ასევე, ეთერიუმსა და ლაითკოინსაც ჰქონდათ დიდი მოგება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მონეტა ამას ვერ შეძლებს.
ჭარბი მიწოდებისა და სხვა ფაქტორების გამო, ბევრი მონეტის ფასი რეგულირდება. ერთ-ერთი მაგალითია რიპლი. ასეთ მონეტებში ინვესტირებისას 2,000%-იანი მოგების მოლოდინი არასასურველია.
როგორც მევაჭრეს, აუცილებელია, ყველა თქვენი მონეტის კარგად შესწავლა. ეს მოიცავს ფასების ისტორიას და მომავალ გეგმებს. ეს დაგეხმარებათ სურათის უკეთ დანახვასა და სწორი სავაჭრო გეგმის შემუშავებაში.
5. კრიპტობაზრის მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის არ დევნება
ტექნიკური ანალიზი არაა საკმარისი, თუ კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობა გსურთ. თვალი უნდა ადევნოთ მიმდინარე მოვლენებს. კრიპტოვალუტის ბაზარში ხშირია სპეკულაციები, რომლებიც ზოგჯერ დადებით, ზოგჯერ კი უარყოფით შედეგებს იწვევენ. ამ სფეროში წარმატებისთვის კი ინფორმაცია დიდ როლს ასრულებს.
6. მთელი ფულის ერთიანად ინვესტირება
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ძვირადღირებული შეცდომაა, რომელსაც დამწყებები უშვებენ. თუ კარგ დროს იხელთებთ თქვენთვის სასურველი მონეტის საყიდლად, მასში თქვენი სასხსრების 50%-ზე ნაკლები უნდა ჩადოთ, დანარჩენი კი შეინახოთ ამ მონეტაზე ფასის ვარდნის შემთხვევაში. თუ ეს მოხდება, დავარდნილ ფასზე მონეტის ყიდვის მეტი შანსი გექნებათ. სხვა მხრივ, თუ ყიდვის შემდეგ ფასი მუდმივად იცვლება, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მეტის ყიდვას, რითაც ბაზარი ზრდას გააგრძელებს. ამით თქვენ თავს დაიზღვევთ და მთელი რესურსები არ იქნება ჩადებული სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ გარიგებებში.
7. ყველა მონეტის ყიდვა შესაბამისი კვლევის გარეშე
ყველა დამწყები უერთდება Telegram-ის შესაბამის ჯგუფს და კრიპტომოვაჭრეების პროფილებს ადევნებს თვალს. ერთის მხრივ, არაფერი არ არის ამაში ცუდი, მაგრამ უმჯობესია, თქვენით გამოიკვლიოთ ყველაფერი. უამრავი ადამიანი არეკლამებს მონეტებს, მაგრამ ამას მხოლოდ თავისი მოგებისთვის აკეთებს.
თუ მათ ყურს დაუგდებთ და ჩადებთ ფულს მათ შემოთავაზებებში, სავარაუდოდ, დაკარგავთ ყველაფერს. ამ ადამიანების უმეტესობა ფულს იღებს ამ რეკლამაში და ყველანაირად ცდილობს ფასის „გაბერვას.“
შესაბამისი კვლევა კი ძალზე მნიშვნელოვანია. უნდა იცოდეთ, თუ როგორ მოიხმაროთ ეს მონეტა, როგორია მისი ფასების დინამიკა, განვითარების რა გზები განვლო მან. მონეტაში ფულის ჩადება მხოლოდ ფასის ცვლილების გამო უდიდესი შეცდომაა.
8. მთელი ფულის ჩადება ერთ მონეტაში
ყველაზე დიდ მონეტებსაც კი ჰქონდათ დაღმავლობა. კრიპტოვალუტები ძალზედ ცვალებადები არიან და არცერთ მათგანს, ბიტკოინსაც კი, არ აქვს იმის გარანტია, რომ კიდევ დიდი ხანი იარსებებს.
თუ თქვენ გრძელვადიანი გეგმები გაქვთ, ან უბრალოდ ერთ დღიანი ინვესტიციის გაკეთება გსურთ, არ ჩადოთ მთელი ფული ერთ მონეტაში. სხვადასხვა მონეტებში ინვესტიცია წარმატებული ვაჭრობის ერთ-ერთი კომპონენტია, რისი დახმარებითაც თქვენი მოგება გაიზრდება.
9. დროულად მოქმედების არ ცოდნა
მონეტის კარგ ფასად ყიდვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ კარგ მოგებას, მაგრამ რა მოდის ამის შემდეგ? დამწყებების უმეტესობამ არ იცის, თუ როდის გაყიდოს მონეტა. ისინი მონეტას დიდი ხანი ინახავენ და შემდეგ წაგებაში რჩებიან, შემდეგ ელიან იმ მომენტს, როცა ნულოვან მოგებაზე გავლენ.
ეს თითქოს კარგი გადაწყვეტილებაა გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის, თუმცა, თუ ვაჭრობთ, დროულ მოქმედებასაც უნდა მიეჩვიოთ. შესაძლოა ფასი დიდი ხნის განმავლობაში იზრდებოდეს და ასეთ შემთხვევაში თქვენი აქტივები ეტაპობრივად უნდა გაყიდოთ. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტსაც მოიგებთ.
10. ტექნიკური ანალიზის საფუძვლების არ ცოდნა
ძალიან ბევრი მოვაჭრე თვლის, რომ ფასების ტექნიკური ანალიზის გაგება რთულია. რა თქმა უნდა, ბაზრისა და ფასის ცვლილებას გარკვეული დინამიკა აქვს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება სასურველი მოგების მიღებისთვის.
თუმცა, კრიპტობაზარი საკმაოდ არასტაბილურია და მასში ბევრ სპეკულაციას ვხვდებით, რის გამოც მსგავსი ანალიზი ზოგჯერ ვერ დაგვეხმარება.
ამის მიუხედავად, აუცილებელია გარკვეული საბაზისო ცოდნა ამ სფეროში, რათა უკეთ გაერკვეთ ბაზრის მოქმედებაში.
ტენდენციების დანახვა საკმაოდ მარტივია, რაზეც ფასების აღმავლობისა და დაღმავლობის წერტილები მეტყველებენ.
წყარო: UseTheBitcoin.com