top of page

კრიპტოვალუტა და სამხრეთ კორეა დღეს


მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრიპტოაქტივობები სამხრეთ კორეაში არ იბეგრება, მთავრობა ამზადებს სამომავლო გეგმას გადასახადების დასაწესებლად.


სამხრეთ კორეელები, რომლებიც ჩართულები არიან კრიპტოაქტივობებში, ნახულობენ მილიონობით ვონის მოგებას და, ამასთან, არ იხდიან გადასახადებს.


კვლავ გადასახადებისგან თავისუფალი


40 წლის მოსამართლემ გაამჟღავნა, რომ გასულ წელს ბიტკოინსა და ეთერში ჩადებული ინვესტიციით მან 30 მილიონი ვონის მოგება ნახა, თუმცა არ გადაუხდია არაფერი გადასახადებში.


არ არსებობს არანაირი ვალდებულება გადასახადების გადახდის მაშინაც კი, თუ ნახავ ასობით ათასი და ასობით მილიონი ვონის მოგებას კრიპტოვალუტებში ინვესტირებით.


მაშინ, როცა აქციების გაყიდვით მომხმარებელი იბეგრება 0.3%-დან 0.5%-მდე.


როდის იგეგმება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული აქტივობების დაბეგვრა?


სიტუაცია რომ შევაფასოთ, რეალობა, რაც გვაქვს სამხრეთ კორეაში, არის შემდეგი: 2018 წლის ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციული რეფორმის კომიტეტმა გაამზადა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს კრიპტოვალუტებში აქტივობების დაბეგვრას. ამასთან, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეგულაციების შემოღება იგეგმება წლის პირველ ნახევარში. დაახლოებით, ივნისის თვეში.


„კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებიც გადაიხდიან გადასახადებს“ - განაცხადა მინისტრმა. მან აქვე დაამატა, რომ ზუსტ საგადასახადო პროცენტს და ძალაში შესვლის ვადებს მოქალაქეები წლის პირველ ნახევარში გაიგებენ.


წყარო - news.bitcoin.com


bottom of page