მეოთხე განზომილება - ბიტკოინის მანიპულაცია
სტატია ეკუთვნის ბლოგერს, Super Crypto-ს, ისევე, როგორც აქ გამოთქმული ვარაუდები და თეორიები.
მეოთხე განზომილება
ყველა ძირითად ბაზარს აქვს 3 განზომილება, რომლის შესახებაც ყველამ იცის: 1) ტექნიკური ანალიზი 2) ფუნდამენტური ანალიზი 3) მანიპულაცია
არსებობს კიდევ ერთი, მეოთხე განზომილება, რომელსაც „კარტელს“ უწოდებენ. მისი მთავარი მიზანია „ფასის ჩახშობა“. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ არის მანიპულაცია.
ვხვდებით თუ არა კარტელს კრიპტო სამყაროში?
ცხადია.
როდიდან არის კარტელი აქტიური?
კარტელი კრიპტოსამყაროში შეიმჩნევა დაახლოებით 2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ, როცა CME-Futures Market-მა კარები გაუხსნა კრიპტოვალუტებს.
ბიტკოინის დამპი დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა ეს მოხდა, 2017 წლის 17 დეკემბერს 5 საათზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდება. (იხილეთ სურათი).
არ გჯერათ კარტელის?
გასაგებია, ბევრს ჰგონია, რომ ის რაც დღეს ხდება ბუნებრივი კორექციის ნაწილია, თუმცა ასე არ არის.
ყველა დიდი ცვლილება, რაც ბიტკოინის ფასს მოჰყვა დეკემბრის პირველი დამპის შემდეგ, იყო და არის წინასწარ გათვლილი.
აი, როგორ მუშაობს კარტელი CME-სგან კარების გახსნის შემდეგ
თუ სურათს დააკვირდებით, შეამჩნევთ მნიშვნელოვან „დამთხვევებს“ ნიუსებსა და ბიტკოინის ფასს შორის. მაშინ, როცა წინააღმდეგობის ტალღა უნდა დაწყებულიყო და დამპი შენელებულიყო, იდებოდა რამდენიმე დღის და კვირის წინანდელი უარყოფითი ნიუსიც, რაც დამპს აგრძელებდა.
მაგალითად: Tether-ის სასამართლო განაჩენი გამოიცა 6 დეკემბერს, თუმცა არ გამოქვეყნებულა მაშინვე და მზის სინათლე იხილა სხვა რამდენიმე უარყოფით სიახლესთან ერთად 30 იანვარს, როცა დაიწყო ახალი დამპი. გაუგებარია, რატომ მოიცადეს 55 დღე. უფრო სწორედ, სწორედ ახლაა გასაგები.
შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ 7 მარტიდან დაწყებული ყოველდღიური დამპი ხდებოდა 6 დღის მანძილზე ზუსტად 11:30 ET? (იხილეთ ჩარტი)
ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე მნიშვნელოვან „დამთხვევას“, რომელიც ხდებოდა 24 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.
1) ყოველ ჯერზე, როცა ფასი თითქოს ზევით იწევს, ხდება დამპი არსაიდან;
2) ყოველი დამპი არის დიდი მოცულობის;
3) თითქმის ყოველი შემდეგი დამპი ხდება წინა დამპის ფასზე დაბალი ფასიდან.
ნამდვილად არ ჰგავს იმ გამყიდველის ქმედებას, რომელსაც ბიტკოინის მაღალი ფასი აწყობს.
სერიული მკვლელი იქნა აღმოჩენილი OKEx-ის კრიპტო ბირჟაზე 2018 წლის 30 მარტს.
აი განცხადება, რომელიც OKEx-მა გააკეთა:
„ძვირფასო მომხმარებლებო, 5:00-დან 6:30-მდე 2018 წლის 30 მარტს (ჰონგ-კონგის დროით), რამდენიმე მომხმარებელმა განახორციელა უცნაური ტრანზაქცია, რითიც სცადეს ბიტკოინის მეოთხედის ფიუჩერსების კონტრაქტების ფასის ძლიერი მანიპულირება. ამით გაზარდეს მასსა და ბიტკოინის ინდექს შორის სხვაობა. ჩვენი გამოძიების შედეგად, მომხმარებელმა დიდი დანაკარგების მიუხედავად ბაზარზე დაიკავა პოზიციების ძალიან დიდი რაოდენობა, რითიც გამოიწვია ფასის უჩვეულოდ დაბლა დაცემა. ტრანზაქციის დეტალებს შემდეგ სიახლეში მოგაწვდით“.
მგონი, ეს ნიუსი კიდევ უფრო ამყარებს იმ ფაქტს, რომ ბიტკოინის ფასით მართლაც მანიპულირებენ დღეს არსებული ზარალის მიუხედავად.
შეჩერდება თუ არა მანიპულაციები ახლა, როცა ამის შესახებ ბევრი ღიად აცხადებს?
ეჭვი მეპარება.
გინდათ, გაიგოთ, როგორ მუშაობს FUD ანუ „შიში, ჩამოუყალიბებლობა და ეჭვი“?
იცოდით, რომ 7 თებერვალს ვიღაცამ გატეხა ჩინეთის ცენტრალური ბანკის მეილბოქსი და გადააგზავნა არალეგალური მეილები ბიტკოინის შესახებ?
მეილი გადაეგზავნა ამერიკის წამყვან მედია ორგანიზაციებს და იუწყებოდა, რომ ჰონგ-კონგის მონეტარული ფონდი და ჩინეთის სახალხო ბანკი აპირებდნენ ახალი ზომების მიღებას, რაც ნეგატიურად შეეხებოდა ბიტკოინის მოპოვებისა და ვაჭრობის ყველა ასპექტს ჰონგ-კონგსა და ჩინეთში.“
ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს მსგავსი ქმედებები? ცხადია, ადამიანების, რომლებსაც ხელს აძლევს ბიტკოინის დაბალი ფასი. საეჭვოა, უბრალო IT-ის ან ჰაკერთა ჯგუფს გაეკეთებინა ეს, რადგან ისინი ვერ იხეირებდნენ მსგავსი ქმედებით. მხოლოდ დიდი ზეგავლენის მქონე კარტელისთვის იქნება ბიტკოინის ფასის ძლიერი დაცემა საგრძნობი ბენეფიტების მომტანი.
რა არის კარტელი?
ინვესტოპედიას განმარტებით კარტელი არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების ან ქვეყნების დამოუკიდებელი ბიზნესმენების მიერ. მისი მიზანია მიწოდების რეგულირებით და ფასების მანიპულირებით პირადი ხეირის ნახვა.
რომელ ბაზრებში ვხვდებით კარტელს?
მაგალითად, ოქროს, ვერცხლის, ნავთობის და ბიტკოინის. ბიტკოინი ამ სიას დაემატა 2017 წლის დეკემბრისთვის, როცა „უხილავმა ხელმა“ დაიწყო ქმედება. ადამიანების უმეტესობა უარყოფს კარტელის არსებობას მაშინაც კი, როცა მის შედეგებს ყოველდღე ხედავენ.
კარტელის ქმედების ნათელი მაგალითი.
ქვევით მოცემულია ურანის ფასის 25 წლის ჩარტი.
1) ურანის ფასი გაიზარდა $5-დან $130-მდე 1993 წლიდან 2007 წლებს შორის.
2) ფიუჩერსების ბაზარი გაიხსნა 2007 წლის მაისში
3) ხედავთ რა მოხდა? ურანის ფასის მკვეთრი დაცემა დაიწყო სწორედ 2007 წლის მაისიდან, მას შემდეგ ფასი პირვანდელ ნიშნულს არასოდეს დაბრუნებია.
რამ გამოიწვია ურანის ფასის ასეთი ცვლილება? კარტელში შემავალმა ხალხმა და ფიუჩერსების ბაზარზე მათმა ქმედებებმა.
გადავიდეთ ოქროს ბაზარზე
ყურადღება მიაქციეთ, რომ ოქროს ფიუჩერსები დაიწყო გაცილებით ადრე, 1974 წელს, თუმცა მაშინ არ იყო ფასის ჩახშობის აუცილებლობა რამდენიმე მიზეზის გამო ა) ოქრო და დოლარი სულ 3 წლის განცალკევებული იყვნენ ერთმანეთისგან ბ) ამერიკას არ ჰქონდა 21 ტრილიონი ვალი იმ დროისთვის. საჭიროება გაჩნდა 2008 წელს, როცა ოქროს ფასი პარაბოლისებურად გაიზარდა 2011 წელს. მას შემდეგ დაიწყო ოქროს ფასის დახშობა.
ანალოგიური ხდება ვერცხლის ბაზარზეც.
ყოველივე ეს ბიტკოინის ფასს რომ შევადაროთ, არსებობს თუ არა მსგავსებები? დამთხვევა? ბუნებრივი კორექცია? ესაა ფასის დახშობა (და არა მანიპულაცია).
რომელი ორგანიზაციები შედიან კარტელში?
ძირითადად, დიდი მოვაჭრეები, სააგენტოები, დიდი ფინანსური ინსტიტუტები და მედია. ისინი მოქმედებენ სინქრონულად, რათა მიაღწიონ ფასის ჩახშობის სასურველ ნიშნულს. გადავხედოთ, რა მოხდა 2018 წლის 30 იანვარს ან 2018 წლის 7 მარტს. ბევრი უარყოფითი ნიუსი ერთმანეთისგან რამდენიმე საათის შუალედით სწორედ მაშინ, როცა ბიტკოინი კრიტიკულ $10 000-იან ნიშნულზე იყო. მას შემდეგ ბიტკოინის ფასმა რამდენჯერმე სცადა გამოჯანსაღება, თუმცა ხდებოდა ანალოგიური. სტატიის წერის მომენტში მისი ფასი $7,000-ს ჩამოსცდა.
რატომ აკეთებენ ამას?
ძირითადი მიზანი ფულის კონტროლია. ფინანსურმა ინსტიტუციებმა გააცნობიერეს, რომ ბიტკოინი და, ზოგადად, კრიპტოსამყარო მათ არსებობას უქმნის საფრთხეს. რას ვშვებით, როცა მტერს ვხედავთ? მივდივართ და ვანადგურებთ. ამიტომაც, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინანსური ელიტისთვის ბიტკოინის შეჩერებას, რათა მათი შოუ გაგრძელდეს.
რას აკეთებენ ბიტკოინის ფასის ზრდის შესაჩერებლად?
ისინი მიუშვებენ მას, სანამ ფასი არ მიაღწევს კოსმოსურ ციფრებს ($20,000 - პირველი გაჩერება). შემდეგ დააგდებენ მის ფასს ძალიან დაბლა. ამას იზამენ რამდენჯერმე, რათა იმედგაცრუებულმა ინვესტორმა ხელი ჩაიქნიოს.
ბიტკოინი გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე 2017 წლის შუა რიცხვებიდანაა განთავსებული. ბიტკოინერების უმეტესობას წარმოდგენაც კი არა აქვთ, რამდენად დიდი თამაშია ეს. კრიპტოსამყარო მხოლოდ პაიკია მთელს დაფაზე, რომელსაც ელიტები ამოძრავებენ.
წყარო - www.medium.com