ბელარუსიაში კრიპტო ბიზნესი ლეგალური გახდა
ბელარუსიაში კრიპტო სამყაროსთან დაკავშირებული საქმიანობა ლეგალური გახდა. დოქტრინა, რომელიც აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს, ძალაში 28 მარტს შევიდა. ქვეყნის გეგმაა, გახდეს გლობალური IT ჰაბი, რომელიც მიიზიდავს მეწარმეებს მთელი მსოფლიოდან მეგობრული ბიზნეს გარემოთი.
კრიპტო აქტივობები თავისუფლდება გადასახადებისგან
ბელარუსია, ქვეყანა, რომლის პოლიტიკოსებიც სარგებლობენ ცუდი ავტორიტეტით დასავლეთში, შეეცდება, რეპუტაცია აიმაღლოს ბიზნესმენებში.
დოქტრინა #8, რომელსაც ხელს პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო აწერს, ქმნის კრიპტო აქტივობების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს. დოქტრინის ფარგლებში ლეგალური ხდება ვალუტებით ვაჭრობა, ICO, მაინინგი, სმარტ კონტრაქტები. დოკუმენტი არ ზღუდავს გამოცემას, შენახვას და ვაჭრობას ელექტრონული მონეტებით. კერძო მეწარმეებს შეუძლიათ, თავისუფლად აწარმოონ ბიზნესი და იმოღვაწეონ კრიპტო ინდუსტრიაში ყველგან, თუ ისინი დარეგისტრირებულები არიან ბელარუსის მაღალ ტექნოლოგიურ პარკში.
ცვლილებები შეეხება ქვეყანაში არსებულ ზოგად ეკონომიკურ სურათსაც, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული კრიპტო ინვესტორებსა და მოვაჭრეებზე. ცენტრალურმა ბანკმაც გაატარა რიგი ცვლილებები. მათი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა ლეგალურ კრიპტობიზნესთან იქნება ციფრული „ფულით“ არალეგალური აქტივობების, მაგალითად ტერორიზიმის, დაფინანსება.
ყველაზე მეტი ხეირი ბელარუსისთვის
ალექსანდერ ლუკაშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსმა უნდა ისწავლოს, როგორ იხეიროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასეთი სწრაფი განვითარებით. „ბელარუსი უნდა გახდეს მიმზიდველი ნიჭიერი ადამიანებისთვის და წარმატებული კომპანიებისთვის“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლუკაშენკომ კრიპტობიზნესში ჩართულ ადამიანებს მიმართა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ ექნებათ მშვიდი და სტაბილური ატმოსფერო, თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ ქვეყნის ინტერესებიც.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი რეგულაციები სულ ბელარუსს აძლევს ხელს, რომელსაც ახალ ობშორულ ზონობას უწინასწარმეტყველებენ. კითხვა, მიიღებენ თუ არა ბელარუსის მოქალაქეები ხელფასებს კრიპტოვალუტებში, ამ დროისთვის პასუხგაუცემელი რჩება.
წყარო - news.bitcoin.com