top of page

IRS-ის შეხსენება მოქალაქეებისთვის


შემოსავლების სამსახური თვიანთ მოქალაქეებს ატყობინებს, რომ ამერიკაში გადასახადების გადახდისას მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ანგარიში, სადაც ასახული იქნება კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციები.


ამ სააგენტომ მოქალაქეებისთვის გზამკვლევიც კი გამოაქვეყნა თავის 2014-21 ანგარიშში.

კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები არაფრით განსხვავდება სხვა ტრანზაქციებისგან და, შესაბამისად, ისინი უნდა დაიბეგროს. ის, ვინც არ მიუთითებს შესაბამის ტრანზაქციებს საბოლოო ანგარიშში, გაივლის აუდიტს და დაჯარიმდება.


საქმის აღძრაც მოსალოდნელია


გადასახადების გადამხდელებზე შესაძლოა საქმეც კი აღიძრას, თუ ისინი არასათანადოდ მიუთითებენ ტრანზაქციას. საქმე შეიძლება აღიძრას ყალბი საგადასახადო ანგარიშისა და გადასახადებისგან თავის არიდების დროს.


მათ, ვისაც გადაუხდელობაში გამოიჭერენ, $250,000 ოდენობის ჯარიმა ელის და 5 წლამდე ციხე. ხოლო იმათ, ვისაც დაუმტკიცდება ანგრიშების გაყალბება, დაეკისრებათ $250,000 ოდენობის ჯარიმა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


ვირტუალური ვალუტა, ზოგადად, განიხილება, როგორც აქტივის ციფრული განსახიერება და ისევე ფუნქციონირებს, როგორც ეროვნული ვალუტა. იმის გამო, რომ ვირტუალური ტრანზაქციების მიკვლევა საკმაოდ ძნელია და "ფსევდო-ანონიმურია", გადასახადების გადამხდელებმა შეიძლება დამალონ ეს ტრანზაქციები შემოსავლების სამსახურისგან.


გადასახადი ქონებაზე


2014-21 განაცხადის თანახმად, ვირტუალური ვალუტა ფედერალური ორგანოების მიერ განიხილება, როგორც ქონება. ძირითადი საგადასახადო წესები ვრცელდება ვირტუალურ ვალუტაზე. ეს წესებია:


კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება იმავე ოდენობის ინფორმაციას მოითხოვს, რამდენსაც ჩვეულებრივი გადახდა.


ვირტუალური ვალუტის გამოყენება რაიმე სერვისის სანაცვლოდ, იბეგრება და ექვემდებარება თვითდასაქმების საგადასახადო წესბს. მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა 1099-MISC.


ვირტუალური ვალუტით გადახდილი ხელფასიც იბეგრება და დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს ფორმა W-2


მესამე პირები, რომლებიც იხდიან კრიპტოვალუტით მევაჭრეების სახელით და გადაურიცხავენ მათ სხვა მოვაჭრეებს, უნდა წარუდგინონ მიმღებ პირებს ფორმა 1099-K და ჩეკი.


წყარო:ccn.com

bottom of page