top of page

სახლის მფლობელი საკუთრებას ბიტკოინით ყიდის


ტორონტოელი მაცხოვრებელი მოითხოვს, რომ თავისი საკუთრების ყიდვა მხოლოდ ბიტკოინით იყოს შესაძლებელი.

ყოფილმა ვოლსტრიტის ბიზნესმენმა, დერენ შროსბრემ, თავისი სახლი 35 ბიტკოინად შეაფასა, რაც დღევანდელი ღირებულებით 450 000 დოლარია ბაზარზე. მან CBC News-ს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მისმა რწმენამ მიაღებინა ტექნოლოგიების მიმართ: „მე მჯერა მომავლის! „


ეს ბიტკოინის ასეთი გამოყენების პირველი შემთხვევაა, იმის მიუხედავად, რომ დერინს მყიდველების რიგი არ დადგომია... მხოლოდ კრიპტოვალუტით შეძენის პირობა დრამატულად ამცირებს მყიდველების რაოდენობას. ასე რომ, გაურკვეველია, როდის გაიყიდება ეს სახლი - თუ საერთოდ ოდესმე გაიყიდება.


ენტონი დიორიო, Decentral-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ფორბსის სიაშიც შეძლო მოხვედრა, როგორც 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მფლობელი, ამ სვლას ეჭვის თვალით უყურებს.

„ვიტყოდი, რომ ეს უფრო მარკეტინგულ სვლას ჰგავს ვიდრე რეალობას... თუ ის მართლა დაინტერესებულია სახლის გაყიდვით, რა არის იმის შანსები, რომ ის იპოვის ისეთ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ყიდვით და, ამასთან ერთად, აქვს ამდენი ბიტკოინი გადასახდელად.“


გარდა იმისა, რომ ეს ბიტკოინით საკუთრების შეძენის პირველი შემთხვევა შეიძლება გახდეს, ბიტკოინი ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში სხვადასხვა მიზეზით. ვირტუალური ვალუტა მოხმარების პარალელურად იზრდება და ის ბევრი დიდი თუ მცირე ბიზნესისა და ცნობილი ადამიანების დამსახურებით ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში აღწევს. წინა წელს ბიორკის, ალბომი გახდა ამის თვალსაჩინო მაგალითი - მისი შეძენა კრიპტოვალუტის საშუალებითაც იყო შესაძლებელი. „Bit2Art“-მაც მისცა მომხმარებლებს საშუალება, შეეძინათ ხელოვნების ნიმუშები კრიპტოვალუტაში.


კრიპტოვალუტები უფრო და უფრო სწრაფად მკვიდრდება. შეიძლება ახლა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მომავალში გამორიცხული არაა, რომ ბიტკოინით სახლის შეძენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს.

წყარო: ccn.com

bottom of page