top of page

ფორდმა დააპატენტა კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული საავტომობილო ტექნოლოგია


ამერიკელებს მალე შეეძლებათ ტრანზაქციების კრიპტოვალუტით წარმოება თავიანთი ავტომობილებიდან, რისი მეშვეობითაც უფრო მალე მივლენ დანიშნულების ადგილზე. დედბორნმა, რომელიც მიჩიგანში დაფუძნებული ფორდ მოტორსის შვილეული ორგანიზაციაა, მიიღო დაპატენტების უფლება ამერიკის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ბიუროსგან. მათ შეეძლებათ კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენება თავიანთი ავტომობილების სამართავად. ამ ტექნოლოგიას ეწოდება კოოპერატიულად მართული შერწყმა და გადასვლა (CMMP). პატენტის მოპოვების მცდელობა 2016 წლიდან დაიწყო და მხოლოდ ფორდის გლობალურ ტექნოლოგიებს გადაეცა.


CMMP არის მონეტებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც თავის ეკოსისტემასა და გზებზე მუშაობს. ეს არის ავტომობილთაშორისი კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მსურველებს GPS ტექნოლოგიით აკავშირებს და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. სისტემა აგრეთვე თვალს ადავნებს მძღოლებს და შესაბამის ინფორმაციას აგროვებს, მაშინ როდესაც ფეისბუქი მსგავსი ქმედებების გამო სკანდალში გაეხვა.


„CMMP სისტემა იმუშავებს ინდივიდუალურ დონეზე არსებულ ტრქნზაქციებზე, სადაც მონაწილე ავტომობილები თანხმედბიან კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე”


მყიდველს საშუალება ექნება სასურველ ზოლში გადავიდეს საცობისას, რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასის გადახდით. პატენტის არსი შემდეგია:


“მოვაჭრე ავტომობილები გარკვეული საფასურის ნაცვლად იკავებენ გადატვირთულ ზოლებს და ამით მყიდველებს საშუალებას აძლევენ, გადაეწყონ უფრო სწრაფად მოძრავ ზოლში.“


ასეთი გამყიდველები იღებენ მონეტებს შესაბამისი სერვისის შესრულების შემდეგ. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროს იგებს ამ სერვისით მყიდველი.


მაგალითად, მყიდველი აგვიანებს შეხვედრაზე და 10 წუთიანი მოგების სანაცვლოდ იხდის 60 CMMP მონეტას, შესაბამისად, 10 წამი 1 მონეტა გამოდის. თუმცა არაა ცნობილი, დაემატება თუ არა ამ ფუნქციას XRP ან ბიტკოინი.


თითქოს ისე ჩანს, რომ ეს პროექტი შესაძლოა ICO სტარტაპი იყოს, მაგრამ ფორდი ელექტრო ავტომობილების პროექტში 11 მილიარდის ჩადებას აპირებს 2022 წლისთვის, და არანაირ დაფინანსებას არ ელის. აგრეთვე, კომპანია ინვესტიციებს დებს მობილურ ტექნოოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.


მონეტების სისტემის დანერგვა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ჰაკეტი, ასე აღწერს:


 „გონიერი მოწყობილობები გონიერ სამყაროში.“


 ჰაკეტი უკვე 1 წელია, რაც კომპანიის სათავეშია და სწორედ მან დაიწყო ფორდის ტექნოლოგიურ წარმატებაზე ზრუნვა.


ამასობაში, ბევრი ავტომწარმოებელი ინტერესდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, ფორდი ბლოკჩეინ ინჟინერის დაქირავებასაც გეგმავს, ხოლო ტოიოტა თანამშრომლობს ბლოკჩეინ სტარტაპებთან.


წყარო: ccn.com

bottom of page