ტენესის შტატის გადაწყვეტილება
ტენესის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მონაცემებს ბლოკჩეინის ფორმატით და ე.წ გონიერ კონტრაქტებს კანონიერად მიიჩნევს.
გუბერნატორმა ბილ ჰასლემმა პროექტს ხელი ხუთშაბათს მოაწერა, რითაც ის იმ შტატების სიას შეუერთდა, რომელმაც ეს კანონმდებლობა მიიღო. ამ პროცესს რამდენიმე თვე სასჭირდა. პროექტი იანვარში იქნა წარდგენილი.
კანონში ვკითხულობთ: „ დაშვებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და გონიერი კონტრაქტების გამოყენება ელექტრონულ ტრანზაქცებში. ბლოკჩეინით დაცული კონკრეტული ინფორმაციის საკუთრების უფლებას კანონი დაიცავს.“ კანონი გონიერ კონტრაქტებს ასევე იურიდიულ ძალასაც ანიჭებენ.
„გონიერი კონტრაქტები არ იქნებიან უარყოფილნი, როგორც იურიდიული საბუთები. არ იქნება ეჭვ ქვეშ დაყენებული მათი ძალა და კანონიერება.„
ფლორიდასა და ნებრასკაშიც ნებადართულია იურიდიული ინფორმაციის ბლოკჩეინზე განთავსება, თუმცა სხვა და სხვა მიზეზების გამო არც ერთ ამ შტატში არ მიუღიათ ეს კანონპროექტი. არ არის გარკვეული, როდის დაიწყება ნებრასკაში ამ კანონპროექტისათვის ხმის მიცემის პროცესი.
აი არიზონაში კი, გუბერნატორმა უკვე მოაწერა ხელი მსგავს რეგულაციას წინა წლის მაისში.
წყარო: coindesk.com