top of page

დროის სანაცვლოდ - კრიპტოვალუტა


ახალი სოციალური მედიის აპლიკაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ირწმუნება, რომ დროის უსარგებლოდ ხარჯვით ადამიანებს სარგებლის მოტანაში დაეხმარებიან, რაც მოიაზრებს მომხმარებლებისთვის სტიმულის მიცემას, რათა მათ შექმნან საკუთარი და მოიწონონ სხვისი კონტენტი.

APPICS მალე გახდება პირველი სმარტ მედია მონეტა Steem-ის ბლოკჩეინზე, სადაც მოწონებების კრიპტოვალუტაში კონვერტირების პრაქტიკა უკვე არსებობს. თუ ცნობილი ფრაზა - „დრო ფულია“ მართალია, ბევრისთვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის ოპტიმალურ წყაროდაც კი იქცეს, იმის გათვალისწინებითაც, რომ Global Web Index-ის კვლევის მიხედვით, საშუალოდ, ადამიანი 2 საათს ატარებს სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად.


სოციალური ქსელების ანგარიშები შესაძლოა საბანკო ანგარიშად იქცეს


APPICS-ის განცხადებით, მათ სურთ დააჯილდოონ მომხმარებლები ონლაინში გატარებული დროის სანაცვლოდ, მისცენ საკუთარ სოციალურ ანგარიშზე სრული წვდომა, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით ამ ქსელის მომხმარებლებს ექნებათ სრული სიტყვის თავისუფლება.


ქსელის შემოთავაზება შემდეგია - კონტენტიდან მიღებული შემოსავლის 65% დაუბრუნდება თავად მომხმარებელს, 25% გადანაწილდება მათზე, ვინც მოიწონა პოსტი და 10% დაბრუნდება თავად ეკოსისტემაში პლატფორმის ხელშესაწყობად.


სტანდარტული სოც. ქსელებისგან განსხვავებით, ყველა ლაიქს ერთნაირი ღირებულება არ ექნება. პლატფორმას ექნება საკუთარი APPICS მონეტა. იმისთვის, რომ ადამიანებმა არ დაიწყონ დალაიქება მხოლოდ მოგების მიზნით, იქნება ლაიქების დღიური ლიმიტი.


იარსებებს 15 სხვადასხვა კატეგორია, რაზეც მომხმარებლებს შეეძლებათ კონტენტის შექმნა.


წყარო - cointelegraph.com


bottom of page