Reddit აუქმებს ბიტკოინით გადახდის ფუნქციას. მაგრამ იქნება ეს სამუდამო გადაწყვეტილება?
„Reddit“-ი პრემიუმ პროგრამის, Reddit Gold-ის, შესაძენად აღარ იღებს ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას. თუმცა, ეს ფუნქცია შესაძლოა მომავალში აღდგეს.
წინა კვირას, Reddit-ის ერთ-ერთ მომხმარებელს საჩუქრად სურდა, შეეძინა Reddit Gold, მაგრამ შეამჩნია, რომ მას ამ გადახდის განსახორციელებლად ბიტკოინის გამოყენება არ შეეძლო.
პლატფორმამ პირველად 2013 წლის თებერვალში დაიწყო ბიტკოინის გამოყენება გადახდის საშუალებად. ამ დროს, ბიტკოინის ღირებულება 25 დოლარზე ნაკლები იყო და Coinbase-ზე ერთ თვეში 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სავაჭრო მოქმედებები ხორციელდებოდა. კომპანია ბიტკოინს ასევე RedditMarket-ზე (აწ უკვე დახურული ონლაინ მაღაზია) შეძენილი საქონლისთვისაც იღებდა. დღეს მომხმარებლებს Reddit Gold-ის შეძენა მხოლოდ PayPal-თა და საკრედიტო ბარათით შეუძლიათ.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, Reddit-ის ადმინისტრატორმა, emoney04-მა, განაცხადა, რომ ბიტკოინის გამოყენებაზე უარის თქმა რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილებაზე იმან იმოქმედა, რომ Coinbase-მა, რომლის სავაჭრო ბერკეტებსაც იყენებდა კომპანია, რათა ბიტკოინი მიეღო, უშვებს ახალ სავაჭრო პლათფორმას.
ამასთან, ძირითადი მიზეზი იყო რამდენიმე ხარვეზი ბიტკოინით გადახდის ფუნქციაში, რომელმაც მომხმარებლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ამ ფაქტმა კომპანია აიძულა, გაეუქმებინა ბიტკოინით გადახდის ფუნქცია“- თქვა ადმინისტრატორმა.
Coinbase მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა თავიანთ პირად საფულეში, მაგრამ რადგან პლატფორმაზე ძირეული ცვლილებები იგეგმება, მოვაჭრეებს მოუწევთ, თავიანთი დანაზოგები სხვა სისტემაზე გადაიტანონ. ამ პროცესის გავლა ზოგიერთ ბიზნესს არც კი უღირს წვალებად. აღსაღნიშნავია, ადმინისტრატორის კომენტარი, რომ:
„Reddit-მა შეიძლება არც კი დააბრუნოს ბიტკოინით გადახდის ფუნქცია“ კომპანიას დრო სჭირდება რათა დაგაწყვიტოს, დააბრუნებს თუ არა ბიტკოინს.
წყარო: ccn.com