დიდი ოცეულის კრიპტოპოლიტიკა ?
„მოდით, შევქმნათ კომიტეტი, რომელიც გმოიკვლევს კვლევითი კომიტეტების შექმნას!“
ეს არაა ფაქტების ზუსტი შეჯამება, რომელიც ვიხილეთ დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერები კიდევ დიდი ხანი იფიქრებენ ერთიანი სისტემის შექმნაზე, თუ საერთოდ მივიდნენ ამ ეტაპამადე.
გაურკვეველია ისიც, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები კრიპტოვალუტაზე.
მათ, ვინც დიდ ყურადღებას უთმობენ ბიტკოინის ფასების ცვლილებას და არ აქცევენ ყურადღებას ბიუროკრატებს, რომლებიც გასულ კვირას ბუენოს აირესში შეიკრიბნენ, მცირე მიმოხილვას ვთავაზობთ.
ფედერიკო სტურზენეგერის, არგენტინის ცენტრალური ბანკის დირექტორის, თქმით, კრიპტოვალუტაზე მეტი ინფორმაციის მოძიებაა საჭირო, სანამ რაიმე რეგულაცია შემუშავდება.
იმისდა მიუხედავად, რომ ყოველივე ეს თითქოს გრძელვადიანი პროცესია, წევრმა ქვეყნებმა დედლაინი დააწესეს ამ წლის ივლისზე და სწორედ ამ დროისთვის გააჟღერებენ ისინი თავის იდეებს.
თავის ანგარიშში დიდი ოცეულის სხვა სამთავრობათაშორისო ორგანიზაციამ, OECD-იმ, მოუწოდა წევრ ქვეყნებს იმის გამოკვლევისკენ, თუ როგორ იმოქმედებს კრიპტოვალუტა საგადასახადო სისტემაზე.
განვითარების ასეთ ნელ ტემპს ისიც დაემატა, რომ დიდი ოცეული ბევრ სხვა ბარიერს აწყდება. მას მხოლოდ რეკომენდაციების გაკეთება შეუძლია და არ ძალუძს თავისი წევრი ქვეყნებისთვის რაიმე კანონის შემოღება. არაა საჭირო იყოთ სტივ ბანონი, რომ მადლიერი იყოთ ამისთვის.
დიდი ოცეული მოწინავე ქვეყნებისგან შედგება, თუმცა მათ რიგებში არ არიან პრო-ბლოკჩეინის პოლიტიკის მქონე ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა შვეიცარია, სინგაპური, გიბრალტარი და ბერმუდა, რომელთა გარეშე უფრო ძნელი იქნება ქვეყნებს შორის კოოპერაცია.
წარმატებული მოდელები
შესაძლებელია თუ არა გლობალური კოორდინირებული პოლიტიკის გატარება?
ჯონ კოლინსი, საკონსულტაციო ფირმის, Red Flag USA-ის, პრეზიდენტი და Coinbase-ის ყოფილი თავმჯდომარე, ამბობს რომ ეს შესაძლებელია.
გლობალური კოორდინაციის წინააღმდეგ მიმართულ აღორძინებულ ნაციონალიზმზე კოლინზი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტა არის ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც საზღვრები არ აქვს და თავისი ბუნებით არ თავსდება ძალიან ბევრ ეროვნულ ტენდენციასთან, რომელიც დაფუძნებულია მმართველზე.
საერთაშორისო კოორდინაციის წარმატებულ მაგალითზე საუბრისას, კოლინზი აღნიშნავს FATF-ს, მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ იბრძვის.
ის ქვეყნები, რომლებიც FATF-ის სტანდარტებს არ მიჰყვებიან, შავ სიაში ხვდებიან, როგორც არაკოოპერატიული ქვეყნები. ამის გარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს უფრო უჭირთ ანგარიშების გახსნა სხვა ქვეყანაში ან ფულადი გზავნილების წარმოება და უფრო დიდი პროცენტის გადახდაც უწევთ.
ბუენოს აირესში, დიდი ოცეულის ქვეყნებმა გადაწყვიტეს FATF-ის სტანდარტების კრიპტოაქტივებზე მორგება.
თუმცა, FATF-ის სტანდარტები არაა შექმნილი კრიპტოაქტივებისთვის და ამ მომენტისთვის FATF-მ მხოლოდ გარკვეული გზამკვლევი შექმნა, რაც განსხვავდება სტანდარტებისგან.
ამ სტანდარტების შემოღებით, რომლებიც შექმნილი იყო ტრადიციული ფინანსური სისტემებისთვის, დიდი ოცეული ცდილობს:
„კრიპტოვალუტებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმოფხვრას, თუმცა თვითონ კრიპტოვალუტებთან ამ რეგულაციებს არ აქვს არაფერი საერთო,“ - განაცხადა ქრისტინა დუჰაიმმა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულმა ადვოკატმა, რომელიც ციფრული ვალუტის მქონე კომპანიების მრჩეველი იურისტია.
ყველაფრისდა მიუხედავად, ეს შავი სია ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ ბერკეტებს ძლიერი გავლენა აქვთ. კოლინზმა კიდევ ერთი მაგალითი შემოგვთავაზა - ბაზელის კომიტეტის სტანდარტები, რომლებიც საბანკო კაპიტალისთვისაა.
„რა თქმა უნდა, ეს არაა ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბაზელის შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არაა თანახმა ან კიდე ანელებს პროცესებს, ხშირ შემთხვევაში დიდი ინდუსტრიების დაცვას ცდილობს.“
ყველა წარმატების მიუხედავად, კრიპტოვალუტამ ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში, ამიტომაც შეუძლებელია ისევე მარტივად ლობირება საერთაშორისო სტანდარტებისგან, როგორც, მაგალითად, ამერიკის მცირე ბანკები Basel II სტანდარტის მიღების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
კოლინზის თანახმად, გლობალური ნორმების მიღების ავ-კარგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიზნეს მოდელი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.
ამერიკასა და იაპონიაში, რომლებსაც გარკვეული რეგულაციები აქვთ ვაჭრობაზე, ამ ცვლილებებს კარგად მიიღებენ:
„ეს მომხმარებლებსა და ინვესტორებს გარკვეულ თავდაჯერებულობას შემატებს, რაც კარგია ინდუსტრიისთვის.“
მაგრამ კოლინზს მშვენივრად ესმის, რომ ეს ყველა ინდუსტრიას არ ეხება, არამედ იმათ, ვისაც დეცენტრალიზებული სტრუქტურა აქვთ. ასეთი ინდუსტრიების ერთმანეთზე მორგება და კოორდინაცია უფრო ძნელია, ვიდრე სხვა კონკურენტულ ინდუსტრიებში.
„მთავარი კითხვა ისაა, თუ როდის გადაწყვეტენ პოლიტიკოსები ფინანსურ სისტემებში შესვლისა და გასვლის ბერკეტების გამოყენებას (ანუ როდის დაიწყება კრიპტოვალუტების ქაღალდის ფულზე გაცვლა), რომელიც დაკავშირებული იქნება შესაბამის პროტოკოლებთან.
წყარო: coindesk.com