top of page

რუსეთის წვლილი ვენესუელას სამთავრობო კრიპტოვალუტის შექმნაში


Time Magazine-ს თანახმად, ვენესუელური კრიპტოვალუტა პეტრო, რომლის უკან ნავთობის ინდუსტრია დგას, შექმნილი იყო რუსეთისა და ვენესუელის მთავრობის მიერ, პუტინის პირადი თანხმობის შემდეგ.

ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კრემლში ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს, რითაც დაეხმარა ვენესუელას პეტროს, პირველი სამთავრობო კრიპტოვალუტის, შექმნაში.


პეტროს შესახებ პირველად ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ დეკემბერში ისაუბრა და აღწერა ეს კრიპტოვალუტა, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდების საშუალება, რის გამოც ვალუტა უკვე აკრძალეს აშშ-ში. 20 თებერვალს 82.4 მილიონი პეტრო ოფიციალურად შემოვიდა ბაზარზე.


დღევანდელი სტატიის თანახმად, მადუროს მრჩეველებს შორის არის ორი გავლენიანი რუსი, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსულ ბანკებთან და კრემლთან დაახლოებულ მილიარდერებთან. დენის დრუჟკოვი და თეოდორ ბოგოროდსკი პეტროს პრეზენტაციის დროს პირველ რიგებში ისხდნენ. ამ ორმა ადამიანმა აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამერიკული „იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

„პეტროს შექმნაში ხელის შეწყობისთვის ორმა რუსმა ხელი მოაწერა სპეციალურ შეთანხმებას. მათ შორის იყო დენის დრუჟკოვი, Zeus Trading-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც $31,000-ით დაჯარიმდა და აეკრძალა ჩიკაგოს ბირჟაზე 3 წლით ვაჭრობა, იმის შემდეგ, რაც თაღლითობაში გამოიჭირეს,“ - ვკითხულობთ Associated Press-ის სტატიაში.


„თეოდორ ბოგორდსკი, რომელიც ურუგვაიში ცხოვრობს, Aerotrading-ის დირექტორი გახლავთ, რომლის ვებგვერდზე მხოლოდ მთავარი გვერდია და არანაირი ინფორმაცია არაა განთავსებული.


რუსეთის სახელმწიფო ბანკის წარმომადგენებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლის მთავარი მრჩეველები აკვირდებოდნენ ვენესუელას ნაბიჯებს, რის შემდეგაც პუტინმა ხელი მოაწერა შესაბამის ხელშეკრულებას“ - ნათქვამია Time-ს სტატიაში.


ბანკის წარმომადგენელმა დაამატა: “პუტინთან დაახლოებულმა პირებმა უკარნახეს მას, თუ როგორ აერიდებინა თავი სანქციებისგან. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.“


ოფიციალურად, კრემლი არ გამოხმაურებია შესაბამის გაზეთს, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია პეტროს შექმნასა და განვითარებასთან. ვენესუელის მთავრობაც არ აკეთებს ამაზე კომენტარს.


ეს ვარაუდები იმის შემდეგ გამოჩნდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აუკრძალა თავის მოქალაქეებს ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა.


აღსანისნავია ისიც, რომ მადურომ უკვე მიულოცა პუტინს ახლახანს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება.


წყარო: ccn.com

bottom of page