top of page

დონალდ ტრამპი “Petro”-ზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოსცა ბრძანება, რის თანახმადაც ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ “Petro“-ს ყიდვა, მისით ვაჭრობა ან ამ უკანსაკნელთან რაიმე საერთოს ქონა. “Petro“ ვენესუელას მთავრობამ შექმნა.


პრეზიდენტმა პირველად მიიღო აკრძალვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ვენესუელას მთავრობის მიერ შექმნილი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კრიპტოვალუტა უპირობოდ იკრძალება შტატების ტერიტორიაზე. ამ ქმედების მიზეზი, თეთრი სახლის თქმით, მადუროს (ვენესუელას პრეზიდენტი) მცდელობა გახდა, რომ ელექტრონული ვალუტის შექმნით თავი აერიდებინა შეერთებული შტატების სანქციებისთვის. მადუროს მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა დემოკრატიული წესით არჩეულმა ვენესუელას ეროვნულმა კრებამაც კი ამხილა, როგორც „უკანონო“.


ნაწყვეტი ზემოთხსენებული კანონიდან:


„აკრძალულია ამერიკელი მოქალაქის მიერ შესრულებული ყველა ტრანზაქცია, რომელსაც რაიმე ფინანსური კავშირი აქვს 9 იანვრის შემდეგ ვენესუელას მთავრობის მიერ შექმნილ კრიპტოვალუტებთან.“

როგორც უკვე ითქვა ‘Petro’ (ეს კრიპტოვალუტა ქვეყნის მასობრივი ნავთობის მარაგითაა გამყარებული) ვენესუელას პრეზიდენტმა შექმნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებისა და ფინანსური ბლოკადისთვის.


„Petro“-ს წინასწარი გაყიდვები 20 თებერვალს შედგა და მალევე მიანიჭეს მას თაღლითობის იარლიყი. ბაზრის მკვლევრებმა „Petro“-ს ბრალი სხვა, კანონიერი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისთვის სახელის გატეხვაში დასდეს.

წყარო: ccn.com

bottom of page