top of page

Wall Street-ის საიდუმლო ფირმა და კრიპტოვალუტები


ამ კვირაში, Jane Street Capital-მა, რომელიც არის საერთაშორისო ქონების სავაჭრო კომპანია, განაცხადა, რომ გასულ დღეებში დაიწყეს ბიტკოინით ვაჭრობა. ამ კომპანიას ბევრი Wall Street-ის ყველაზე საიდუმლო საინვესტიციო კომპანიად მოიხსენიებს. მათ განაცხადეს, რომ თუ კრიპროვალუტების პოპულარობა გაიზრდება, ისინი ამ სფეროში აუცილებლად ჩაერთვებიან.


Jane Street-ი ნიუ იორკში, ლონდონსა და ჰონგ-კონგში ოპერირებს. კომპანია აქტიურად ვაჭრობს $8-13 მილიარდის ოდენობის საქონლით, ფიუჩერსებით, ბონდებით და ა.შ.


კრიპტოვალუტების და, სახელდობრ, ბიტკოინის შემთხვევაში, არბიტრაჟის შესაძლებლობები საკმაოდ მიმზიდველია Jane Street-ის სახის კომპანიებისთვის განსხვავებულ სავაჭრო პლატფორმებზე არსებული განსხვავებული ფასების გამო. მსოფლიოს მასშტაბით ბიტკოინის გაცვლის კურსი შეიძლება ერთმანეთისგან 10%-ითაც განსხვავდებოდეს სხვადასხვა ბირჟებზე. კომპანიას არ განუცხაადებია, თუ რას გულისხმობდნენ ისინი, როცა თქვეს, რომ ვაჭრობენ ბიტკოინით, მაგრამ არ მალავენ საკუთარ ინტერესს კრიპტოსამყაროსადმი.


Jane Street ვაჭრობს მსოფლიოს მასშტაბით 56,000-მდე დასახელების პროდუქტით და სხვადასხვა ტიპის აქტივებით. უკვე ბიტკოინითაც.


Jane Street არ ყოფილა Wall Street-ის პირველი დიდი კომპანია, რომელმაც ინტერესი გამოხატა კრიპტოვალუტების მიმართ. რამდენიმე წამყვანმა ბროკერულმა კომპანიამ განაცხადა, რომ თუ მოთხოვნა იქნება მომხმარებლების მხრიდან, ისინი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისსაც შესთავაზებენ მათ.


Jane Street განსხვავდება, მაგალითად, JP Morgan-ისგან და Goldman-ისგან, რადგან პროგრამული ენა, რომელსაც ის იყენებს, მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, სწრაფად განახორციელონ საჭირო ვაჭრობა ცვალებადი ბაზრის პირობებშიც. კომპანიის წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ, თუ რა რაოდენობის კრიპტოვალუტებით და რა სიხშირით ვაჭრობდნენ ისინი.


წყარო - news.bitcoin.com


bottom of page