TRON (TRX): სატესტო ქსელი მალე იქნება ხელმისაწვდომი
TRON-ის სატესტო ქსელის გაშვებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პროექტი კი ფართოვდება და უფრო აქტიური ხდება, რის გამოც ბევრი ფასის აწევას ვარაუდობს. გასულ თვეში TRX 3-4 ცენტს შორის მერყეობდა, რაც ძალიან ცოტაა ბიტკოინთან შედარებით. თუმცა, ფასის ასეთმა სტაბილურობამ ბევრი ინვესტორი იმაზე დააფიქრა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში TRX წარმატებული აღმოჩნდება.
დეკემბრის შემდეგ, უმაღლესი ფასი იყო $0.14, რამაც ხალხის ყურადღება მიიპყრო და ერთგვარი სპეკულაციების ტალღაც დაიწყო. თუმცა, შემდეგ ფასი მკვეთრად დაეცა, რამაც სიტუაცია დააბალანსა. ამ დარტყმის შემდეგ, ვალუტის მდგომარეობა არც თუ ისე კარგად უმჯობესდება, რადგან სამკაოდ დაბალ ფასებში მერყეობს.
ინვესტორები ფასების გაუმჯობესებას სოციალურ ქსელებში ატეხილ ხმაურს მიაწერენ. ეს რა თქმა უნდა, ფასის აწევას რაღაც კუთხით დაეხმარება, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ამით TRX ძალზედ არასტაბილური გახდება.
TRON-ის სატესტო ქსელის გაშვება სერიოზული ნაბიჯია ზაფხულში მონეტებიდან მთავარ ქსელში გადასასვლელად. დღესდღეობით, TRX არის ERC-20-ის მონეტა მაგრამ აქტივების „მიგრაციამ“ შესაძლოა ინტერესი გაზარდოს. ამასთანავე, სატესტო ქსელის შექმნა უფრო მეტ დეველოპერს მისცემს პლატფორმასთან წვდომას.
ამ დროიდან მოყოლებული, TRON-ს შესაძლოა ბევრი პრობლემა გაუჩნდეს თვითჩამოყალიბებაში. ღია პლატფორმა უნდა გაუმკლავდეს გაუმჭირვალობას. ამასთან, მთელს მსოფლიოსთან უნდა დაამყაროს კონტაქტი მაშინ, როდესაც პროექტის პარტნიორები ჩინეთზე არიან კონცენტრირებულნი.
ნიჭიერი დეველოპერების მოძიება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა TRON-ისთვის. მოკლე დროში მონეტების გადატანამ დამატებითი პრობლემები შეიძლება შექმნას, რადგან იქნება საჭირო აქტივების ხელახლა დადასტურება მათი საფულეში დასამატებლად.
ზოგიერთი მომხმარებელი TRX-ს Binance-ზე ინახავს, რომელიც ყველაზე აქტიური გაცვლითი ბაზარია და რომელიც მთავარი ქსელის შექმნასა და მონეტების მიგრაციას დაელოდება გაცვლითი ოპერაციის ჩასატარებლად. TRX-ის ყიდვა და ფლობა ამ მომენტისთვის გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რაც მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი
წყარო: cryptovest.com