top of page

16 მილიონი ამერიკელი კრიპტოვალუტას ფლობს


Finder.com-ის მიერ ჩატარებული გმაოკითხვების თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის 8%, რაც დაახლოებით 16.3 მილიონი ადამიანია, კრიპტოვალუტას ფლობს. აქედან 5%-ზე ცოტა მეტი ფლობს ბიტკოინს. Pew Research Center-ის მიერ 2016 წლის დეკემბერში ჩატარებული ცდის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის ნახევარს სმენია ბიტკოინზე, მაგრამ მხოლოდ 1%-ს აქვს გამოყენებული იგი. Finder-ის კვლევა კი აჩვენებს, რომ ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვმა იმატა.


რატომ ფრთხილობს ხალხი კრიპტოვალუტის ყიდვისას?


დანარჩენ 92%-ს ჰკითხეს, თუ რატომ არ აქვთ ნაყიდი კრიპტოვალუტა. 40%-მა უპასუხა, რომ მათ ეს არ სჭირდებათ, ან არ არიან დაინტერესებულნი, 35%-მა კი განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ყიდვა სარისკოა.


დარჩენილი რესპოდენტებიდან, 27% თვლიდა, რომ საკმაოდ რთულია კრიპტოვალუტის გაგება, 18%-ს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის თაღლითობა. 11% ამბობს, რომ მათი გამოყენება ძნელია და 6%-მა თქვა, რომ ფასები ძალიან განსხვავებულია.


3-ჯერ მეტი მამაკაცი ფლობს კრიპტოვალუტას ვიდრე ქალი, რადგან გამოკითხული მამაკაცების 12%-მა დაადასტურა კრიპტოვალუტის ფლობა მაშინ, როდესაც ამავე კითხვას დადებითად ქალების მხოლოდ 4%-მა უპასუხა.


ამ კვლევაში ადამიანები თაობებადაც დაყვეს: Millennials (1981-2000წლამდე დაბადენულები), Generation X (1965-1980) და Baby Boomers (1946-1964). Millennial-ების 17% ფლობს კრიპტოვალუტას და მომავალში სწორედ მათ ექნებათ კრიპტოვალუტის უდიდესი წილი. მაგრამ ამ თაობის წარმომადგენლების 15%-მა განაცხადა, რომ საკმაოდ რთულია კრიპტოვალუტის გამოყენება, ხოლო 31%-მა თქვა, რომ რთულია მისი არსის გაგება.


GenX-ის მხოლოდ 9%-მა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება რთულია და 26%-მა მიუთითა, რომ ძნელი გასაგებია, თუ რას წარმოადგენს კრიპტოვალუტა.


ამ გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს მოსახლეობის 8%-დან, რომლებსაც აქვთ კრიპტოვალუტები, 5% ფლობს ბიტკოინს, 2% - ეთერეუმს და 0.9% - ბიტკოინ ქეშს. კრიპტოვალუტის მფლობელებს საშუალოდ $3,453 ღირებულების ბიტკოინი, $1,243 ეთერეუმი და $636 ბიტკოინ ქეში აქვთ.


პერსონალური ფინანსების ვებგვერდმა, Finder.com-მა, გამოკითხვა ჩატაარა Pureprofile-ზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პრიზებისა და ფულის სანაცვლოდ გასცეს პასუხი კითხვებს. ამ გამოკითხვაში 2001-მა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.


აღსანიშნავია ისიც, რომ Pureprofile-ის მომხმარებლებმა საკმაოდ კარგად იციან იტერნეტის გამოყენება და იქ ფულის გამომუშავება. ეს კი გამოკითხვის შედეგების მართებულობას აყენებს ეჭვქვეშ, რადგან არ არის აუცილებელი, ყველა რესპოდენტი კარგად ერკვეოდეს ტექნოლოგიებში.


მყიდველებში კრიპტონდობა მატულობს


Lendingblock-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს სჯერა, რომ 2025 წლისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მაღაზიებში.


Lendingblock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ სვეინმა, განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ნათლად გვიჩვენებს, ხალხის რწმენას იმაში, რომ კრიპტოვალუტა კიდევ დიდი ხანი იარსებებს.


„კრიპტოვალუტის ბაზარი იზრდება, და ჩვენ სწორედ იმის ნახვას ვვარაუდობთ, რაც ახლა ხდება: არც თუ ისე ბევრი მყიდველიდან უკიდურესი პოპულარობის მიღწევამდე“ - განაცხადა სვეინმა.


Nomura Instinet-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაჭრების 60% Square-ის მობილური გადახდების სისტემაში ბიტკოინს მიანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ჩვეულებრივ ფულს. გამოკითხულების წლიური შემოსავალი $100 000 და ნაკლებია.


„ეს შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის ბიტკოინის არასტაბილურობიდან გამომდინარე“ - განაცხადა Nomura Instinet-ის ანალიტიკოსმა დენ დოლიმ.


წყარო: bitcoinist.com

bottom of page