top of page

უკრაინა მხარს უჭერს კრიპტოვალუტების ლეგალიზაციას


კიევში მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კრიპტოვალუტების მაინინგის ლეგალიზაციისთვის. უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, სააგენტოებსა და ეროვნულ ბანკს, მოამზადონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა მაინინგი ქვეყნის შიგნით ოფიციალურად დარეგისტრირებული ეკონომიკური აქტივობის ნაწილი გახდეს.


ამ პროცესში ჩართულმა სამინისტროებმა: ეკონომიკის, ფინანსთა, იუსტიციის, ენერგეტიკის და ა.შ., უნდა მოამზადონ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის მონახაზი. უკრაინის ეროვნული ბანკი და უსაფრთხოების სერვისები ასევე არიან ამ პროცესის ნაწილები.


ოფიციალური პირების განცხადებით: „კრიპტოვალუტების მაინინგის ოფიციალური რეგისტრაციით ჩვენ მას გამოვიყვანთ კერძო სექტორიდან და ბიუჯეტშიც გაჩნდება დამატებითი შემოსავალი“.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაინინგის ლეგალიზება შეაჩერებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე IT პერსონალის უკრაინიდან გადინებას.


რადა მხარს არ უბამს მთავრობას


ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში სცადეს კრიპტოსამყაროსთან დაკავშირებული აქტივობის ლეგალიზება. კრიპტოვალუტები განხილული იყო იანვარში კიბერუსაფრთხოების სამიტის დროს.


უკრაინის კიბერპოლიციამ მოუწოდა მთავრობას, რომ ან სრულიად აკრძალონ კრიპტოვალუტები ან მოახდინონ მათი ლეგალიზება.


მიუხედავად ამისა, უკრაინის პარლამენტს არ გადაუდგამს ამ მიმართულებით შესამჩნევი ნაბიჯები. უმაღლესი რადასთვის წარდგენილ იქნა სამი მონახაზი ოქტომბრის შემდეგ. პირველის მიხედვით კრიპტოვალუტა არის ქონება, რომლის გაცვლაც შესაძლებელია პროდუქტებში ან სერვისებში. მეორე კრიპტოვალუტებს აღიარებს ფინანსურ აქტივად. მესამე კი ადგენს სპეციალურ გადასახადებს მაინინგისა და კრიპტოვალუტების ვაჭრობით მიღებული შემოსავლის შემთხვევაში.


წყარო - news.bitcoin.com

bottom of page