top of page

რიპლის გუნდი ლიკვიდურობის პრობლემას xRapid-ით გადაჭრის


რიპლის გუნდმა თავიანთ ბლოგში ახსნა ყველა დეტალი, რაც xRapid-ის გამოყენებით ლიკვიდურობის პრობლემის მოგვარებას ეხება.

ლიკვიდურობა, მოკლედ რომ ვთქვათ, არის ტრანზაციების მახასიათებელი და იგი ზომავს, რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივების გაცვლა მისი ფასის ცვლილების გამოწვევის გარეშე.

პირლის ბლოგში ნათქვამია:

„გამოსავალი XRP-ის უნიკალურ გამოყენებაშია, რათა მომხმარებელს შესთავაზოს მოთხოვნაზე დამოკიდებული ლიკვიდურობა. ტრანზაქციების მყისიერი განხორციელება და სხვა და სხვა ვალუტებში გაცვლისას დაბალი გადასახადი ამცირებს რისკებს და ხელს უწყობს საერთაშორისო გადახდების სრული პოტენციალის გამოყენებას.“

ელექტრონული აქტივები Nostro-ს კარგი ჩამმანაცვლებლები არიან რათა ხარჯები შეამცირონ და საერთაშორისო ტრანზაქციების ლიკვიდურობის ინდექსი გაზარდონ. ელ. აქტივები უნივერსალური ვალუტები არიან მათ უსწრაფესად და იაფად შეუძლიათ გადახდისას გადრაიქმნან სასურველ ადგილობრივ ვალუტად. ელ.აქტივები სწორედ რომ იმისთვისაა შექმნილი, რომ ტრანზაქციების სიჩქარე გაზარდოს, XRP კი ამას თავს მშვენივრად ართმევს. XRP ბიტკოინთან შედარებით უნიკალური ელ.აქტივია. ვნახოთ რამდენიმე განსხვავება:

1. ბიტკოინს საათზე მეტი შეიძლება დასჭირდეს ტრანზაქციის განსახორციელებლად და ამიტომ მისი საერთო ლიმიტი წამში 16 ტრანზაქციაა, როცა XRP-ს შეუძლია წამში 1500 მოქმედება განახორციელოს. ამ სისწრაფით ის ისეთ განვითარებულ საკრედიტო ბარათების ქსელს უტოლდება, როგორიცაა Visa.

2. ვინაიდან XRP-ით ტრანზაქცია სწრაფად ხორციელდება, გამგზავნი დაცულია არასტაბილურობისგან. ბიტკოინის შემთხვევაში კი ეს პირიქითაა.

xRapid იყენებს XRP-ს და მომხმარებელს დაბალ ფასად სთავაზობს მოთხოვნის შესაბამის ლიკვიდურობას. xRapid შეუძლია ფონდში ნაკლები კაპიტალი დაიტოვოს და დანარჩენი თანხა ლიკვიდურობის გასაზრდელად გამოიყენოს, ეს კი ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო კომპანიებს კლიენტების კმაყოფილების ზრდას ჰპირდება.

ბრედ გარლინგჰაუსმა (რიპლის აღმასრულებელი დირექტორი) თქვა :

„xRapid მწისიერი ლიკვიდურობის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, „ენდი ბანკს“ შეუძლია 1 დოლარად იყიდოს XRP. ეს XRP შეიძლება არგენტინულ ელექტრონულ ვალუტაში გადაიცვალოს და შემდეგ იმით არგენტინული პესო იყიდონ და ეს ყველაფერი 10 წამზე მოკლე დროში მოხდეს.“

წყარო: ambcrypto.com


bottom of page