top of page

"ბიტკოინი მსოფლიოს წამყვანი ვალუტა გახდება"


სილიკონის ველის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წარმომადგენელი ბიტკოინზე საუბრობს.


Square-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი, რომელიც ლონდონში ციფრული გადახდების კომპანიას უწევს რეკლამას, The Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯერა 10 წელიწადში ბიტკოინის მსოფლიოს წამყვან ვალუტად გახდომის.


„საბოლოო ჯამში, მსოფლიოში ერთი ვალუტა იქნება, ინტერნეტშიც კი. ჩემი აზრით, ეს ბიტკოინი იქნება. ეს მოხდება 10 წელიწადში ან უფრო მალეც.“ - ამბობს დორსი.


CCN-ის თანახმად, Square-ის CashAPP-ში შესაძლებელია ბიტკონით ვაჭრობა, ამასთანავე დორსიმ განაცხადა, რომ კომპანიას სურს უფრო მეტი ბიტკოინთან დაკავშირებული ფუნქციების დამატება.


დორსი, რომელიც მოწინავე პოზიციაზეა სოც მედიის გიგანტ ტვიტერში, აცხადებს რომ ამ დროისთვის ბიტკოინი არ არის ეფექტიური ვალუტა, რადგან ტრანზაქციის დადასტურებას დიდი დრო სჭირდება და, ამასთანავე, მაღალი საკომისიო გადასახადებიც აქვს. ამისდა მიუხედავად, ის პოზიტიურადაა განწყობილი იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც ბიტკოინით სარგებლობას გაამარტივებს და უფრო ეფექტურს გახდის.


„ის ნელია და ძვირი, თუმცა რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ბიტკოინი, მით უფრო ნაკლები პრობლემა იქნება. ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ბლოკჩეინზეა აგებული, უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას, მაგრამ დღესდღეობით ეს ვალუტა არც ისე ეფექტურია.“


ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიებიდან არის ელვისებრი ქსელი (Lightning Network), რომელიც მასშტაბურ პრობლემებს წყვეტს და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ბლოკჩეინის გარეთ შეასრულონ ტრანზაქციები საკომისიოების გარეშე.


უნდა აღინიშნოს, რომ დორსიმ ახლახანს ფული ჩადო Lightning Lab-ში, რომელიც ელვისებრი ქსელის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამ თვეში, Lightning Lab-მა გამოუშვა Ind 0.4-beta, რაც ელვისებრი ქსელის პირველი ბეტა ვერსიაა.


წყარო: ccn.com

bottom of page