2 პრობლემა, რომელსაც რიპლის ინვესტორები გვერდს ვერ აუვლიან
დამოუკიდებელი რეიტინგების სააგენტომ, Weiss Ratings-მა, კრიპტოვალუტები ამ წლის იანვრიდან დღემდე შეაფასა. ბიტკოინმა „დაბალი ქულა“ მიიღო - C+, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სააგენტომ სხვა კრიპტოვალუტებიც შეაფასა და ინვესტორებს მეტად თუ ნაკლებად გაუკვალა გზა იმ კრიპტოვალუტებისკენ, რომელთაც მეტი პოტენციალი აქვთ.
ახლახანს, Weiss Ratings-მა მსოფლიოში სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა რიპლი შეაფასა, რომლის საბაზრო ღირებულება $28 მილიარდს აღწევს.
„ახლო მომავალში რიპლის კრიპტოვალუტა არც ისე ცუდი ინვესტიცია იქნება“, განაცხადა ხუან ვილავერდემ, რომელიც Weiss Ratings-ის რედაქტორია და კრიპტოვალუტებზე 2012 წლიდან წერს. მან დაამატა: “მე ის მაფიქრებს, თუ როგორ აპირებენ XRP-ის მფლობელები დიდი დროის შემდეგ მოგებაში დარჩენას.“
ვილავერდემ მიგვითითა, რომ რიპლის XRP-ის მფლობელები ახლო მომავალში სარგებელს ნახავენ, მაგრამ ისინი ორი დიდი დილემის წინაშე იქნებიან, რომელთა უგულებელყოფა ხანგრძლივი მფლობელობის დროს შეუძლებელია.
პირველ რიგში, რიპლის დამაარსებელი კომპანია დიდწილადაა დამოკიდებული ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან დადებულ ხელშეკრულებებზე, რომელთა მეშვეობითაც ბანკებს ჩვეულებრივი ფული კრიპტოვალუტაში გადაყავთ და ეს ყველაფერი რიპლის პროტოკოლის მეშვეობით ხდება.
მაგრამ რიპლის ქსელს ვერ ვუწოდებთ გაცვლის საშუალებას. ბანკები არც კი არ არიან ვალდებულები, რომ რიპლის მონეტები გამოიყენონ ამ ტრანზაქციებში. ამაზე ვილავერდემ თქვა: “სინამდვილეში, ამ ტრანზაქციების განსახორციელებლად ახალ მონეტებს გამოიყენებენ, როგორც ეს ხდება ფასიანი ქაღალდების დროს. ამ „მონეტიზაციის“ პროცესში, XRP მონეტები არაა საჭირო.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმათ, ვისაც რიპლის თითოეული გაფორმებული ხელშეკრულებით XRP-ის შეძენის უფრო და უფრო ნაკლები სურვილი აქვთ, სწორად იქცევიან.
მეორე პრობლემა ისაა, რომ რიპლი არაა საჯარო კომპანია და მისი მონეტები არაა წილი, შესაბამისად ამ მონეტების მფლობელებს არ აქვთ კავშირი კომპანიის პოტენციურ შემოსავალთან. XRP მონეტებს მარტო „სადემონსტრაციო“ მონეტებს თუ ვუწოდებთ, ბანკების ყურადღების მოსაპყრობად.
და კიდევ ერთი პრობლემა
რიპლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა მკაცრი რეგულაციები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ეს ცენტრალიზირებული კომპანია იმდენად კარგად ვერ უმკლავდება, როგორც ბიტკოინი. ვილავერდეს თქმით, მათთვის ეს უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო ვიდრე დეცენტრალიზირებული კრიპტოვალუტებისთვის.
„რიპლს კავშირები აქვს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუციებთან, რომლებიც თავის მხრივ მჭიდროდაა დაკავშირებული მთავრობის მიერ კონტროლირებად სამყაროსთან. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს რიპლთან? მთავრობას მარტივად შეუძლია XRP-ის დახურვა,“ აცხადებს ვილავერდე.
სულაც არაა საჭირო ანალიტიკოსები ვიყოთ, რათა ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა მოუვა რიპლის მონეტის ფასს. თუ ბანკები რიპლს საფრთხედ მიიჩნევენ, მათ შეეძლებათ თავიანთი ციფრული მონეტების გამოყენება ხარჯების შესამცირებლად, აგრეთვე, ხელისუფლება უბრალოდ თავის ვალს იხდის. საბოლოო ჯამში, მოვალეები ყოველთვის თავიანთი კრედიტორების ხელში აღმოჩნდებიან, რაც 2008 წელს არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა გვასწავლა.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პლატფორმა, როგორიცაა SWIFT, შესაძლოა RippleNet-ზე ტექნოლოგიურად უფრო სუსტი იყოს, XRP მონეტები მაინც არ იქნება საჭირო, რადგან მთავრობა და ეროვნული ინსტიტუციები შექმნიან (ზოგმა უკვე შექმნა) თავიანთ მონეტებს და სრულიად გააკონტროლებენ თავიანთ მონეტარულ სისტემას.
ბიტკოინი კი არის აპოლიტიკური, ღია წვდომაში მყოფი დეცენტრალიზირებული პროტოკოლი, რომლის ერთეულიც არის მისი ბლოკჩეინის განუყოფელი ნაწილი და, ამავე დროს, ყველაზე დაცული და ცენზურისადმი მდგრადი დავთარი მსფოლიოში.
„დანამდვილებით შეიძელბა ითქვას, რომ დეცენტრალიზირებული კრიპტოვალუტების აკრძალვა შეუძლებელია. მაგრამ რიპლი სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციაშია.“
წყარო: bitcoinist.com