სინგაპურის ცენტრალური ბანკი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას უჭერს მხარს
რავი მენონმა განაცხადა, რომ კრიპტო მონეტების ყველაზე ძლიერი მხარე ქვეყნის გარეთ განხორციელებადი ტრანზაქციების გამარტივებაა.
„ეს არის ის გამოწვევა, რომლის წინაშეც სინგაპურის“Project Ubin”-ი დგას - ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება ქვეყნის იურისდიქციის გარეთ მყოფი დაწესებულებებისთვის ტრანზაქციების გასამარტივებლად“ - ვკითხულობთ მის განცხადებაში.
მან ასევე თქვა, რომ MAS აქტიურად მუშაობს კანადის ბანკთან ორი ბანკის მიერ გამოცემულ კრიპტო მონეტების საშუალებით ზემოთ აღნიშნული სისტემის დასახვეწად. მან დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო მონეტებს დღეს ვერ ვუწოდებთ ვალუტებს, თუ გავითვალისწინებთ მათ პოტენციალს, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მონეტები ვალუტის ფუნქციას ვერ შეითავსებენ.
მენონი მომხმარებლების უსაფრთხოებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ინვესტორების დაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც წინა პლანზე კრიპტოსამყაროს პოპულარიზაციამ წამოწია. თუმცა, ამის მიუხედავად, MAS არ აპირებს ინოვაციური ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების შეფერხებას მკაცრი რეგულაციებით.
წყარო - coindesk.com