top of page

რიპლი სასამართლო პროცესს აგებს


რიპლი სან ფრანცისკოში წაგებულ სასამართლო დავას R3-ის წინააღმდეგ ყოფილი მოკავშირის მშობლიურ შტატში, ნიუ-იორკში აგრძელებს.


ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპი, "რიპლი", კარგავს შანსს, ბოლომდე შეებრძოლოს მეტოქეს, R3-ს, მას შემდეგ, რაც სან ფრანცისკოს სასამართლომ რიპლის მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარი თქვა და შედეგად, სასამართლო გაუქმდა.


როგორც Bloomberg-ი იუწყება, რიპლსა და R3-ს შორის გაჩაღებულ, საკმაოდ გაწელილ დავას ნიუ იორკის სასამართლო დაუსვამს წერტილს. რიპლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "შეუხორცებელი ჭრილობა" რომ არ ჰქონოდა მიყენებული კომპანიას, ამ საქმეს ნიუ-იორკის სასამართლომდე არ მიიტანდნენ.


ყველაფერი დაიწყო 2017 წლის სექტემბერში, როცა R3-მა რიპლს ერთდროულად ნიუ-იორკისა და დელავერის სასამართლოებში უჩივლა. R3 რიპლს პარტნიორული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა, რომელიც ითვალისწინებდა R3-ის უფლებას, 2019 წლის ბოლომდე 5 მილიარდი XRP (რიპლის ადგილობრივი მონეტა), თითო 0.0085 დოლარად, შეესყიდა.


საპასუხოდ, რიპლმა R3-ს კალიფორნიის სასამართლოში უჩივლა ბრალდებით, რომ R3-მა პარტნიორული ხელშეკრულების დადგენილებების და პირობების წინააღმდეგ გაილაშქრა.


დელავერის სასამართლოს მოსამართლემ პროცესი გასული წლის ოქტომბერში გადადო. შედეგად, რიპლი კალიფორნიის სასამართლო პროცესზე R3-ის წინააღმდეგ დამარცხდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ნიუ-იორკის სასამართლო მიიღებს.


ეს საქმე განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც იწვევს სადავო მონეტების ღირებულების ზრდას. საჩივრების შეტანის მომენტში, XRP-ის კონტრაქტის ღირებულება 1 მილიონ დოლარს შედგენდა, შემდეგ კი მონეტის ღირებულება საკმაოდ დრამატულად გაიზარდა და კონტრაქტის ღირებულება 16 მილიარდ დოლარზე მეტი გახდა.


სასამართლო პროცესები კრიპტოვალუტების კრიზისის შუა პერიოდში გაიმართა - მთავრობების რეგულაციების და ზოგიერთი ფართო კომპანიის (მაგ: Facebook-ის და Google-ის) მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსების აკრძალვის ფონზე საგრძნობლად იკლო კრიპტოვალუტების ღირებულებამ. XRP-იმ, რომელმაც იანვარში უმაღლეს წერტილს - 3.83 დოლარს მიაღწია, წერის მომენტში 0.70 დოლარად იყიდება.


წყარო: ccn.com

bottom of page