NANO - მძინარე გიგანტი
ნანო Raiblocks(XRB)-ის მონეტის რებრენდია. რებრენდირება იანვრის ბოლოს მოხდა, რამაც 24 საათში მისი ფასის 41%-ით ზრდა გამოიწვია. ნანოს ფასი რებრენდირების დღეს 18.84 დოლარი იყო. ნანოს იანვრის დასაწყისშიც ძალიან კარგი დრო ჰქონდა- ის 37.34 დოლარად იყიდებოდა. იგივე მონეტა, ოღონდ Raiblocks (XRB)-ს სახელის ქვეშ დეკემბრის პირველში 0.20 დოლარად ფასობდა. დღეს იგი 9.07 დოლარად იყიდება რაც საწყისის 4,435 პროცენტია, ასე რომ, საეთო ჯამში მისი ფასი იზრდება. სწორედ ეს მახასიათებლები იძლევა იმის საშუალებას, რომ ნანოს მძინარე გიგანტი ვუწოდოთ. მაგრამ ეს მალე შეიცვლება, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი კრიპტომოვაჭრე ამჩნევს ნანოს, რომლის საბრუნავი მარაგი 133 248 289 მილიონია.
ნანოს მონეტის პროექტი 2015-ში შეიქმნა და ის მომხმარებელს მყისიერ ტრანზაქციებსა და გადასახადების არ არსებობას ჰპირდებოდა. დიახ - არანაირი გადასახადი. თითოეულ ანგარიშს თავისი ბლოკჩეინი აქვს, რომელიც უფრო დიდ გრაფს ქმნის. თითოეული ინდივიდი იყენებს საკუთარი კომპიუტერის შესაძლებლობებს რათა ტრანზაქციის ვერიფიკაცია (დადასტურება) მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ მთლიან ქსელს აღარ მოუწევს ყველა მონაცემის თავად დამისამართება. ნანოს შეუძლია 1 წამში ბიტკოინზე 1000-ჯერ მეტი ტრანზაქციის შესრულება. ეს ნანოს აქცევს იდეალურ პლატფორმად წყვილებში ვაჭრობისთვის ან ნებისმიერი ისეთი ტრანზაქციისთვის, რომელიც სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. ყველა სიკეთეს კი ის ემატება, რომ ნანოს საფულის ქონა შესაძლებელია ანდროიდზე, iOS-ზე, ვინდოუსზე, ლინუქსზე და MacOS-ზე. როგორც კი ნანო სახელს გაითქვამს მისი სახელი ყველა სახლში შეაღწევს. ნანოს სოციალური პლათფორმაც აქვს, სახელად Twitch. როგორც უკვე ითქვა, მომსახურების გადასახადი და „შემოწირულობა“ ნებაყოფლობითი იქნება. ასე რომ, ყველა, ვინც კრიპტოვალუტის ბაზარს აკვირდება, შეამჩნევს, რომ ნანოს უკიდეგანო შესაძლებლობები ელოდება და ის წინ სწრაფად მიიწევს.
წყარო: ethereumworldnews.com