რა არის WePower?
რამდენიმე სანდო სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, განახლებადი ენერგიის სექტორმა ჯამში $242 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ინვესტიციების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ბანკებისა და ჰეჯ ფონდების დომინაციის პირობებში კერძო ინვესტორები ენერგო ბაზრის გარეთ დარჩნენ, რითაც შეიქმნა სიცარიელე განახლებადი ენერგიის ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის.
WePower არის ახალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მწვანე ენერგიის სავაჭრო პლატფორმა, რომლის მიზანიცაა არსებული ენერგო ბაზრის ნაწილი გახდეს და მოახდინოს რესურსების ოპტიმალური გადანაწილება.
WePower ჯამში მოიპოვებს პლატფორმაზე არსებული ენერგიის 0,9%-ს, რომელიც ხელმისაწვდომია მონეტის მფლობელებისთვის. ეს მონეტები (WPR tokens) შემდეგ გამოიყენება იმ მწვანე ენერგიის მოსაპოვებლად, რომელსაც დონაციის გზით გასცემენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები.
შედეგად, WPR მონეტების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ან გაყიდონ მოპოვებული მწვანე ენერგია მას შემდეგ, რაც ის გამომუშავდება.
WePower -ის ზოგადი მიმოხილვა
იძლევა ენერგიის მონეტიზაციას, რაც ხელს უწყობს არსებული ენერგო ინვესტიციების ეკოსისტემის გამარტივებას.
გამორიცხავს შუამავლის არსებობის აუცილებლობას და შესაძლებლობას აძლევს ენერგიის მწარმოებლებს უშუალოდ ივაჭრონ მომხმარებლებთან.
პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას კაპიტალის მოსაზიდად, რომ ენერგია გაყიდონ წინასწარ. პლატფორმა საშუალებას იძლევა, ენერგია გაყიდოს არსებულ საბაზრო ფასზე უფრო იაფად, რაც ზრდის ჯანსაღ კონკურენციას.
WePower-ის საკვანძო ფუნქციები
როგორც ზევით ვთქვით, WePower არის ენერგიის სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ავსებს არსებულ ენერგო ბაზარზე შექმნილ სიცარიელეს მწარმოებლებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს შორის ისევე, როგორც ენერგიის ყიდვის მსურსველებს აძლევს თავისუფლებას.
რამდენიმე საკვანძო ფუნქცია, რაც WePower-ის სანდოობას განაპირობებს, არის ის, რომ ის აკმაყოფილებს ევროპაში არსებულ კრიპტორეგულაციებს და მოთხოვნებს, გამყარებულია მწვანე ენერგიით და შესაძლოა მისი მონეტებით ვაჭრობა.
როგორ მუშაობს WePower?
შესაძლოა მკითხველისთვის ზევით ახსნილი მოდელი გაუგებარი იყოს. მოდით, გავამარტივოთ.
თუ თქვენ გაქვთ, მაგალითად, ქარის წისქვილი, რომელიც გამოიმუშავებს განახლებად ენერგიას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ WePower-ის პლატფორმას. დაკავშირების მომენტიდან მოხდება თქვენს მიერ გამომუშავებული ენერგიის მონეტიზაცია. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, თითოეული კილოვატ-საათი, რომელსაც ქარის წისქვილი გამოიმუშავებს, კონვერტირდება ადგილობრივ მონეტაში.
როცა დაგჭირდებათ ფინანსები თქვენი პროექტის გასაუმჯობესებლად, WePower-ის პლატფორმას მიჰყიდით თქვენი ენერგიის ნაწილს. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, პლატფორმას მიჰყიდოთ ენერგია, რომელიც ჯერ არ გამოგიმუშავებიათ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ დაირიცხება საიტზე.
თითოეული მონეტა, რომელიც თავის მხრივ არის გონიერი კონტრაქტი, შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რა სახის ენერგია გამომუშავდა;
ენერგიის პლატფორმისთვის გადაცემის თარიღი;
ფასი
მონეტის ფასის ანალიზი
მონეტა პირველად 2018 წლის თებერვალში ჩაეშვა და მისი ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ის 2 თვისაც არ არის, რთულია სამომავლო ფასებზე რეალისტური პროგნოზის გაკეთება.
WPR-ს თავდაპირველი ფასი $0,20 იყო. ფასმა პიკს 26 თებერვალს მიაღწია, როცა 1 მონეტა $0,28 ღირდა. მას შემდეგ ფასმა დაიკლო და სტატიის წერის მომენტში, 22 მარტს მისი ფასი $0,9 -ის მიდამოებში მერყეობს.