top of page

მილიარდერი ალან ჰოვარდი კრიპტოაქტივებში ინვესტიციას დებს


ჰეჯ ფონდის მილიარდერმა ალან ჰოვარმა კრიპტოვალუტაში დაიწყო ფულის ჩადება

მასთან დაახლოებულმა პირებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ალანმა კრიპტოვალუტაში ფულის ინვესტირება შარშან დაიწყო და გაგრძელაბას აპირებს.


ჰოვარდი, რომელიც Brevan Howard Asset Management-ის თანადამაარსებელია, უკვე მინიმუმ ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც მის ინვესტიციებს გააკონტროლებს. მას სურს უფრო მეტი ადამიანის დაქირავება, რათა მონეტების პირველად შესყიდვებს (ICO) გასწვდეს და შემდეგ ბლოკჩეინის სტარტაპები დააფინანსოს.


წყაროს თანახმად, Brevan Howard-ის პარტნიორებმაც ჩადეს ფული კრიპტოაქტივებში, თუმცა არცერთი ოპერაცია არ ჩატარებულა ჰეჯ ფონდიდან, რომლის ღირებულებაც $9.1 მილიარდს აღწევს.


ეს შესყიდვები მხოლოდ პირადი სახსრებიდან კეთდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ბრევან ჰოვარდის მთავარმა ჰეჯ ფონდმა 5,4%-იანი დაღმასვლა განიცადა გასულ წელს, რაც მასშტაბური დანაკარგია ამ ფონდის ისტორიაში.


ამ ცუდმა შედეგებმა AUM-ის მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიის აქტივები დააზარალა. მისი ღირებულება ახლა 10 მილიარდია, თუმცა ოდესღაც 40-ს აღწევდა. ეს ფენომენი არაა იშვიათი ბრევან ჰოვარდისთვის, ვინაიდან მაკროეკონომიკური ჰეჯ ფონდები ბოლო დროს არც თუ ისე წარმატებულია და ინვესტორები მათ სასწრაფო ევაკუაციას ახდენდნენ.


მილიარდერები არ ერიდებიან კრიპტოვალუტაში ინვესტირებას


CCN-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დაიწყეს კრიპტოვალუტაში ფულის ჩადება.

მეწარმე კაპიტალისტი, ტიმ დრაპერი, პირველი იყო ამ წრიდან, რომელმაც ჩადო ფული საქმიანობაში 2014 წელს. მან შეიძინა Silk Road Bitcoins-ი. დრაპერის ქონება, რომლის ღირებულება მილიარდ დოლარს უტოლდება, ძირითადად კრიპტოაქტივებისა და ბლოკჩეინის სტარტაპებში წილის ფლობისგანა შედგება.

ახლახანს, ჰეჯ ფონდების ლეგენდამ, მაიკ ნოვოგრაცმა, დაიწყო კრიპტოვალუტაში ინვესტირება. ახლა ის გეგმავს, შექმნას კრიპტოაქტივების სავაჭრო ბანკი, რომელიც „კრიპტოსამყაროს Goldman Sach-ი“ უნდა გახდეს.


პიტერ თიელი, PayPal-ის თანადამაარსებელი, გამოტყდა, რომ მისი სარისკო კაპიტალის ფირმამ, Founders Fund-მა, 2017 წელს ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში და ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოაქტივებს ფლობდა.


წყარო: ccn.com

bottom of page