კრიპტოვალუტები საზღვრებს არ იმჩნევენ
CCN-ის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აუკრძალა თავის მოქალაქეებს ვენესუელური კრიპტოვალუტა პეტროთი ვაჭრობა. ამ აკრძალვას კანონის ძალა აქვს. ამ კანონის არ დამორჩილებას შესაბამისი რექაცია მოჰყვება მთავრობისგან.
ეს შემთხვევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ, თუ როგორ ზემოქმედებს კრიპტოვალუტა ტრადიციულ სისტემაზე. პირადად მე არ გამაჩნია რაიმე წილი ვენესუელაში, შესბამისად არ მაქვს პეტროში ინვესტირების მიზეზი, ამავე დროს, არ ვაპირებ სპეკულირებას და ვეცდები კანონის დაცვას, თუმცა მათ, ვისაც სურთ ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა, მთავრობა ვერ შეაჩერებს. კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის ნახევრად ანონიმურია.
ამასთანავე, ისეთი ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა Monero, უფრო ადვილი ხდება ტრანზაქციების ფარულად ჩატარება ისე, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ პროცესში.
„აკრძალვა“
კრიპტოვალუტებისგან მიღებული ძალაუფლება, რა თქმა უნდა, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ საქმე ეხება კრიპტოვალუტას, მთავრობის ჩარევა არაა საკმარისი რაიმე აქტივობის დასაბრკოლებლად. თუ ვინმეს აქვს პეტროს ყიდვის სურვილი, ის ამას გააკეთებს.
კრიპტოვალუტების როლი სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებში ჯერაც ბუნდოვანია. თუ კრიპტოვალუტებს შეუძლიათ საბანკო ბლოკადისგან გვერდის აქცევა, მაშინ ნათელია, რომ ზოგი აქტივობა არალეგალურად ჩაითვლება. ამასთანავე ამის გამო ზოგი ეცდება კრიპტოვალუტის აკრძალვასაც კი. თუმცა ასეთი მცდელობები ვერ გააქრობს კრიპტოვალუტას. პირიქით, კრიპტოვალუტების შევიწროების მცდელობები მათზე ფასს გაზრდიან. რისკი აუცილებლად უნდა დაფასდეს.
კარგია თუ ცუდი, კრიპტოვალუტისთვის დამახასიათებელია ფასის ცვალებადობა და ეს არ არის დამოკიდებული საზღვარსა და სხვა პრობლემებზე. ასეთი პრობლემების არსებობა კრიპტოვალუტების მეტად საკამათო ასპექტებს ნათელს ჰფენს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრანზაქციებში სახელმწიფოს ჩარევა შეუძლებელია. სახელმწიფოს სხვა ქმედებების განხორციელება შეუძლია, თუმცა გადაწყვეტილებას, იყიდოს თუ არა ესა თუ ის აქტივი, მაინც ადამიანი აკეთებს, რაც კრიპტოვალუტების გამოჩენამდე შეუძლებელი იყო. მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩვეულებრივი საბანკო ტრანზაქციები არსებობდა, მთავრობას შეეძლო რომელიმე ქვეყანაში ფულადი გზავნილის დაბლოკვა.
ახლა, ბიტკოინის ერაში, მოქალაქეები თვითონ წყვეტენ, თუ რომელ ქვეყანაში განახორციელებენ ტრანზაქციას. ქვეყნის ლიდერებს ახლა მხოლოდ შესაბამისი დასჯითი ღონისძიების დადგენა შეუძლიათ. ბიტკოინი გვპირდება, რომ თითოეული ჩვენგანის ბანკია, მაგრამ რა მოხდება თუ ბიტკოინს გამოიყენებენ ფედერალური ორგანოს წინააღმდეგ?
ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები მუდმივი შეტევების ქვეშ არიან, მაგრამ ყველაზე დაუცველი ამ სისტემაში გაცვლითი პუნქტები და მომხმარებლების ანგარიშებია.
წყარო: ccn.com