შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შეცვალოს ვაჭრობა ?
ბოლო ორმა წელმა აჩვენა, რომ კრიპტოვალუტები შეიძლება გახდეს დიდი შემოსავლის წყარო მისი შესაძლებლობებისა და ხშირად სწრაფად მზარდი ფასების შედეგად. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ მოვაჭრეებს, ისარგებლონ კრიპტოვალუტების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწრაფად ცვალებადი ფასი.
კრიპტოვალუტებით ვაჭრობა მუდამ სარისკო საქმიანობა იყო, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა მონეტების ბექგრაუნდს. თუ ადამიანს სურს, ვაჭრობით ნახოს შესამჩნევი მოგება, კარგად უნდა ესმოდეს ზოგადად ვაჭრობის სპეციფიკა და სწრაფად მზარდი კრიპტოსამყარო. იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი 24/7 ფუნქციონირებს, ის არის სწრაფად მერყევი. ამის შედეგია სწორედ მოკლე ვადაში არსებული სწრაფი ზრდა და კლება.
ტრენდების მონიტორინგი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რთული პროცესია. ძირითადად ეფუძნება 30 დღის მოძრავ საშუალოს და ბევრ სხვა მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვება არც თუ ისე რთულია, მნიშვნელოვანია არსებული ბევრი წყაროდან საჭირო და სწორი ინფორმაციის აღება. კონკრეტული ინდივიდებისთვის ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და შეუძლებელიც კი.
ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა
ხელოვნური ინტელექტის დადებითი მხარე ისაა, რომ მას აქვს წინასწარ განსაზღვრული ვაჭრობის ხერხები, ვაჭრობს 24 საათი დღეში, არ იღლება ემოციურად, ესმის რისკების მენეჯმენტი და ა.შ.
მზარდი და დიდი პოტენციალის მქონე კრიპტობაზრის ფონზე, OpenBlock-მა შექმნა ავტომატური მოვაჭრე ბოტი. OpenBlock-ს აქვს ორწლიანი ინვესტირებისა და კვლევის გამოცდილება. ისინი ამტკიცებენ, რომ ბოტს შეუძლია ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელსაც ადამიანები გვერდს ვერ უვლიან.
ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ვაჭრობაში, არ აქვთ საკმარისი დრო და ცოდნა ამ სფეროში, შეუძლიათ ისარგებლონ OBi-თი მას შემდეგ, რაც საკუთარ მონეტებს OpenBlock-ის საიტზე დარიცხავენ და მის სანაცვლოდ მიიღებენ ბოტის მომსახურებას, რომელსაც შეუძლია უწყვეტ რეჟიმში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.
ბოტს შეუძლია ვალუტების ერთმანეთთან შედარება და პარალელურად ბაზრისა და ჩარტების ანალიზი და ოპტიმალური შედეგის მიღება.
მეტი გამჭირვალობისთვის, OpenBlock სოციალურ ქსელში პოსტავს ყოველი დღის ბოლოს მისი მომხმარებლების მიერ მიღებულ სარგებელს.
წყარო - news.bitcoin.com