რა არის OmiseGO?
რა არის Omise?
Omise არის 2013 წელს ტაილანდში, იაპონიაში, სინგაპურსა და ინდონეზიაში შექმნილი კომპანია. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, განახორციელონ ფინანსური ტრანზაქციები ქსელში (ონლაინ). აღსანიშნავია, რომ Omise-ს ტაილანდის პრემიერ მინისტრის მიერ აქვს წლის სტარტაპის ჯილდო მინიჭებული.
რა არის OmiseGO?
OmiseGO არის Omise-ს პროექტი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ადამიანების მიერ საკუთარი ფინანსებისა და ფასიანი აქტივების მართვის გზების შეცვლა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შუამავალ კომპანიაზე დამოკიდებულების გარეშე თავისუფალი და უსაფრთხო ფინანსური გარემოს შექმნა.
როგორ ჩაუშვა Omise-მ OmiseGO?
Omise-მ დაგეგმა OmiseGO პროექტისთვის ICO, იგივე Initial Coin Offering, ერთგვარი fundraising-ი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინ პროექტებისთვის, სადაც კომპანიებს შეუძლიათ გაყიდონ საკუთარი მონეტები შეზღუდული დროის მანძილზე სპეციალურ ფასად, რაც არის ერთგვარი სტიმული ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ სამომავლოდ ამ მონეტას ექნება ღირებულება.
ICO სრულდება, როცა კომპანია მოაგროვებს იმ თანხას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ გათვლილი საწყისი ეტაპისთვის ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, გაყიდიან მონეტების იმ რაოდენობას, რამდენიც დაგეგმილი ჰქონდათ. როგორც წესი, ICO-ს წინ უძღვის პრივატული გაყიდვა სპეციალურ ინვესტორებზე წინასწარ განსაზღვრულ ფასად. OmiseGO ცნობილია იმით, რომ პრივატული გაყიდვის დროს გამოიმუშავეს 25 მილიონი აშშ დოლარი, რაც ნიშნავდა, რომ საჯარო ICO-ს აუცილებლობა არც ყოფილა. ცხადია, მათ მაინც შეეძლოთ ICO-ს საშუალებით უფრო მეტი გამოემუშავებინათ და 100 მილიონ აშშ დოლარისთვის გადაეჭარბებინათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ შეჩერებულიყვნენ წინასწარ დადგენილ მიზანთან. ეს საქციელი Omise-სგან ხალხმა აღიქვა, როგორც სამართლიანი საქციელი, რამაც კომპანიას ნდობა შემატა.
OmiseGO დღეს „აშენებს“ საკუთარ ქსელს, OmiseGO ბლოკჩეინს, რომლის მფლობელიც არა კომპანია, არამედ მასში ჩართული ხალხი იქნება. OmiseGO-ს პროდუქტებში განხორციელებული ოპერაციების ნაწილი მოხდება OmiseGO-ს ბლოკჩეინში, ნაწილი კი - ეთერიუმის, რომელსაც ბევრი საერთო აქვს OmiseGO-სთან. სამომავლოდ, OmiseGO აპირებს, რომ ჰქონდეს არა ჩაკეტილი, არამედ ღია ბლოკჩეინი, რომლის ნაწილიც სხვა ბლოკჩეინებიც გახდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, OmiseGO ხელს არ შეუშლის ელექტრონული საფულის გაცვლასა და შერწყმას, რის დროსაც OmiseGO-ს ბლოკჩეინი შეინახავს ყველა მასთან კავშირში მყოფი ელექტრონული საფულის ბალანსს.
სად შემიძლია შევიძინო OmiseGO?
OmiseGO-ს შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა წამყვან კრიპტოვალუტების ბირჟაზე. – Binance, CoinSpot, Cryptopia, Poliniex, Bittrex. OmiseGO-ს ღირებულება წერის მომენტში $12.18 -ია. ყველაზე მაღალი OMG-ს ფასი 2018 წლის იანვრის შუაში იყო, როცა მან $25-ს გადააჭარბა. თებერვლის პირველ ნახევარში კი იყო მკვეთრი ვარდნა, როცა მისი ფასი თითქმის $9-ს ჩამოსცდა.
რითი განსხვავდება OmiseGO სტანდარტული ბირჟებისგან?
OmiseGO აპირებს შეცვალოს ის, თუ როგორ ვაჭრობს ხალხი დღეს კრიპტოვალუტებით. ამას ის აპირებს ზემოთ ნახსენები გზით - დაუკავშიროს ყველა არსებული ონლაინ საფულე ცენტრალურ OmiseGO-ს ბლოკჩეინს, რისი საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ, სწრაფად გაცვალონ ვალუტები.
OMG-ს მფლობელები შეძლებენ მიიღონ მონეტები ტრანზაქციების დადასტურების სანაცვლოდ. OmiseGO-ს პოპულარობის ზრდასთან ერთად, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც OmiseGO (და არა მხოლოდ) დგას არის ის, თუ რამდენად შეძლებს ქსელი გაუძლოს გაზრდილი რაოდენობის ტრანზაქციებს. OmiseGO-ს გუნდი ირწუმება, რომ ისინი გაზრდილ ტრეფიკს Plasma-ს დანერგვით აპირებენ.
OmiseGO აქტიურად თანამშრომლობს მაკდონალდთან და ტაილანდის მთავრობასთან. ტაილანდისა და იაპონიის მთავრობა სერიოზულადაა ორიენტირებული, შექმნას საზოგადოება, რომელიც არ გამოიყენებს რეალურ ფულს, ქეშს. მთავრობის მხრიდან ელექტრონული საფულეების წახალისება და მხარდაჭერა კი გზას უხსნის ტაილანდში დაარსებულ ისეთ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ბირჟებს, როგორიც OmiseGO-ა.