top of page

ლაითკოინის ტექნიკური ანალიზი (არქივი)


20 მარტი.

მთავარი საკითხები

  • ლაითკოინის ფასმა გუშინ საკმაოდ აიწია და 150 დოლარის ნიშნულზე მაღლა ავიდა.

  • ამჟამად მოკლევადიანი კლებადი სამკუთხედი შეინიშნება. Support-ის დონე (დონე, რომელზეც ჩერდება ფასის ვარდნა) 155 დოლარი იქნება.

  • ლაითკოინი/დოლარის წყვილის ღირებულება, უახლოეს პერიოდში, ან 160 დოლარს ასცდება, ან 155-ს ჩამოსცდება. (გამართლდა)

ლაითკოინის ფასის პროგნოზი

გუშინ ლაითკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ფასი მკვეთრად აცდა 140 დოლარის ღერძულ დონეს. ლაითკოინის სავაჭრო ფასის რეზისტენტულობის დონე (დონე, რომელზეც ფასი წყვეტს მკვეთრ აღმასვლას) 150 დოლარზე მაღლა იყო და რამდენიმე მომენტში 160 დოლარსაც ასცდა.

უმაღლესი წერტილი დაფიქსირდა 163.83 დოლარზე. ამის შემდეგ იყო მცირე ვარდნა. ვაჭრობა მიდიოდა ფიბონაჩის retracement-ის დონეზე (23.6%) დაბლა. უდაბლესი წერტილი იყო 137 დოლარი, ხოლო უმაღლესი - 163 დოლარი.

თუმცა, ახლა ვაჭრობა მიმდინარეობს ზედა support დონისა (155 დოლარი) და 100 საათიანი ზრდის საშუალო მაჩვენებლის ახლოს. არის მცირე კლებადი სამკუთხედი, support დონით - 155 დოლარი.

სამკუთხედის ქვედა დონე, 155 დოლარიანი support დონე და მარტივი ზრდის საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემებია. თუ ფასი 155 დოლარზე დაბლა ჩამოვა, ფასი შეიძლება წავიდეს 50%-იანი ფიბონაჩის retracement-ის მაჩვენებლისკენ.

მთავარი support დონე 150 დოლარით განისაზღვრება. მანამ, სანამ, ფასი 150 დოლარზე მაღლაა, ის დადებით მნიშვნელობას ინარჩუნებს. Resistance-ის მაჩვენებელი 160 დოლარია. 160 დოლარზე მაღლა ფასის ასვლის შემთხვევაში, 163 დოლარიანი (უმაღლესი) ნიშნულიც გამოიცდება.

დაბოლოს, 165 დოლარიანი ბარიერის გარღვევამ, შეიძლება 180 დოლარამდე ასვლაც კი გამოიწვიოს უახლოეს პერიოდში. ზოგადი ტენდენცია დადებითია და ფასი, სავარაუდოდ, 150 დოლარზე მაღლა დარჩება. როგორც უკვე აღინიშნა, 160 დოლარზე მაღლა ფასის ასვლა საჭიროა, რათა არ მოხდეს ფასის მომავალი კლება.

წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page