top of page

ფილიპინები ამკაცრებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სასჯელს


ახალი კანონი, რომელიც დაწერა ფილიპინელმა კანონმდებელმა, ითვალიწინებს გამკაცრებულ სასჯელს მათ მიმართ, ვინც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კრიმინალშია ჩაბმული.


ოპოზიციის სენატორის, ლეილა მ. დე ლიმას, კანონში გათვალისწინებულია არსებულზე ერთი ხარისხით მაღალი სასჯელი მათ წინააღმდეგ, ვინც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კრიმინალს ახორცხიელებს. Senate Bill 1694, განსაზღვრავს იმ აქტივობებს, რომლებიც არალეგალურია, მაგალითად, თანამდებობის პირების მოსყიდვა კრიპტოვალუტებით, საბავშვო პორნოგრაფიის ყიდვა კრიპტოვალუტებით, ყალბი ვალუტებით ვაჭრობა და ა.შ.


„ჩვენი კანონი მზად უნდა იყოს თანამედროვე ცვლილებებისთვის. პროგრესს არ უნდა მივცეთ არალეგალური საქმიანობის წახალისების უფლება“ - განაცხადა მან. ამით სენატორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიპტოვალუტების ზრდადი პოპულარულობის მიუხედავად, მთავრობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს.


ახალი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ დანაშაულის ხარისხი უნდა განისაზღვროს იმით, თუ რამდენი ფილიპინური პესოს ექვივალენტი ბიტკოინი იყო საქმეში გამოყენებული. დე ლიმას წინადადება ითვალისწინებს რეკომენდაციასაც. დე ლიმა მთავრობას ამ კანონით ურჩევს, რომ კონფისკაცია მოახდინოს იმ ბიტკოინის, რომელიც არალეგალურ საქმეში იყო გამოყენებული,. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის იმ ინდივიდს ეკუთვნის, რომელიც საქმეში გარეული არ ყოფილა.


როდესაც ჰკითხეს ახალი კანონის საჭიროების შესახებ, დე ლიმამ განაცხადა: „ბიტკოინის ანონიმური ხასიათის გამო, კანონის აღმსრულებელ ორგანოებს უჭირთ მათი პოვნა, ვინც მონეტებს არალეგალური საქმიანობისთვის იყენებს. შესაბამისად, აუცილებელია სასჯელის გამკაცრება“.


ამ ინიციატივის განხილვა ემთხვევა ფილიპინების მაღალჩინოსნების მიერ ახალი წესების შემუშავებას. ახალი წესების მიზანია მაქსიმალურად აღმოფხვრას თაღლითობა და შეამციროს რისკები ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტებსა და ICO-ებს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ცენტრალური ბანკი და ფასიანი ქაღალდების რეგულაციის ორგანო ერთად მუშაობენ ამ საკითხებზე. ცენტრალური ბანკის უფროსმა ნესტორ ესპენილიამ შარშან ისიც აღნიშნა, რომ ICO-ების სივრცეს ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია.


ფილიპინები მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც, 2017 წლის დასაწყისში, შეიმუშავა რეგულაციები კრიპტოვალუტების მიმართ. ცენტრალური ბანკის უფროსმა ეს რეგულაციები შეაფასა, როგორც „პიონერული რეგულაციები“ და დაამატა: „ბიტკოინი არის სწრაფი, რეალური და მოსახერხებელი, როგორც გადახდისა და ტრანსფერის საშუალება“.


წყარო: ccn.com

bottom of page