2019 წელი რიპლის აღმავლობის წელი იქნება
მიუხედავად იმისა, რომ რიპლი მსოფლიოში პოპულარობით მესამე კრიპტოვალუტაა, მასზე ფასი მკვეთრად დაეცა. ეს გარკვეულ განგაშს იწვევს იმიტომაც, რომ ფასის ვარდნა ბოლო პერიოდში ახალი საბაზრო სტრატეგიების მენეჯერის, კორი ჯონსონის, დანიშვნას მოჰყვა.
რიპლის ღირებულება $49 მილიარდს შეადგენს, მაგრამ კრიპტოვალუტის არასტაბილური ბუნებიდან გამომდინარე, ამ ვალუტის ფასი ხან მწვერვალებს აღწევდა, ხანაც მკვეთრად ეცემოდა. ამაზე ჯონსონმა თქვა:
“რიპლი, როგორც კომპანია და XRP-ი, როგორც ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვალუტა, უნდა ეცადოს, რომ მეტი განმარტება მისცეს ფინანსურ ინსტიტუციებსა და ინვესტორებს. მე შევეცდები განვმარტო, მოვისმინო და გარკვეული სტრატეგია დავსახო იმისთვის, რომ Wall Street-სა და მთელ საფინანსო სამყაროს გავაგებინო, თუ რას ვაკთებთ.“
ფასის შემცირების მიუხედავად, ექსპერტ რომან გელფი-გიბს სჯერა, რომ 2019 წელს ფასი მკვეთრად გაიზრდება:“ რიპლს აქვს იმის პოტენციალი, რომ ფასი მკვეთრად გაიზარდოს, თუმცა ეს უფრო მომავალ წელსაა მოსალოდნელი. ბაზარზე ბევრი პროექტი სხვა ალგორითმით იწერება, როგორიცაა XRO, ETH და ისინი უფრო დიდ და ახალ მონეტას დაუთმობენ პირველობას. ბაზრებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, ამიტომაც ვთლი, რომ 2019 წელს ვიხილავთ რიპლის აღმავლობას.“
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა თქვა, რომ რიპლი დაექვემდებარება რეგულაციებს და პროგრესის მისაღწევად ითანამშრომლებს მათთან. მან ასევე განაცხადა:
„ძალზედ მნიშვნელოვანია, მთელმა ინდუსტრიამ იცოდეს იმის შესახებ, რომ ჩვენ მარეგულირებლებთან ვთანამშრომლობთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ სისტემასთან. ბლოკჩეინის რევოლუცია მხოლოდ სისტემის შიგნიდანაა შესაძლებელი.“
ამასთანავე, რიპლი შესაძლოა კრიპტოვალუტის უმნიშვნელოვანეს გაცვლით პუნქტ Coinbase-ში იყოს ხელმისაწვდომი. ეს ბირჟა უკვე თანამშრომლობს ბიტკოინთან, ბიტკოინ ქეშთან, ლაითკოინთან და ეთერიუმთან. ეს გარემოება დაეხმარება რიპლს არსებული ვითარებიდან გამოსვლაში.
წყარო: cryptodaily.co.uk