პიტერ თიელს ჯერ კიდევ მტკიცედ სჯერა ბიტკოინის ტრიუმფის
პიტერ თიელი, აზარტული კაპიტალისტი, PayPal-ის თანადამაარსებელი, Facebook-ის ერთ-ერთი ინვესტორი ფსონს ბიტკოინზე დებს, რომელიც მისი თვალსაზარისით კრიპტოსამყაროს ოქროა. მისი თქმით, ოპტიმისტობის საშუალებას ბიტკოინის სიდიდე აძლევს - „ის იყო და იქნება კრიპტობაზრის გიგანტი“ ნიუ იორკის ეკონომიკის კლუბში, ხუთშაბათს თიელმა საუბარში ახსენა: „მე ბიტკოინის მხარდამჭერი ვარ და სხვა კრიპტოვალუტებს რამდენიმე გამონაკლისის გარდა ნეიტრალურად ან სკეპტიკურად ვუყურებ. ამასთანავე, მალე ერთ-ერთი კოინი ოქროს ექვივალენტი გახდება და ალბათ ეს კოინი მათგან ყველაზე დიდი, ბიტკოინი გახდება“ მან განმარტა, რომ ის არ საუბრობს საგადასახადო სისტემაზე, რადგან ამ შემთხვევაში ბიტკოინი საკმაოდ მოუქნელი იქნებოდა. არა - ის აღწერს ბიტკოინს, როგორც ოქროს ნაჭერს საცავში, რომელიც არასდროს მოძრაობს.
მან ამ ყველაფრის მიუხედავად ივარაუდა, რომ 50-80%-იანი შანსით ბიტკოინი უსარგებლო გახდება. მხოლოდ 20-50% შანსი არსებობს, რომ ის უფრო გაიზრდება. სხვა მონეტებმა, მაგალითად ეთერიუმმა, მაღალი ალბათობით შეიძლება დაამარცხოს ბიტკოინი. სხვა უფრო პატარა მონეტებმაც შეიძლება ისეთი ტექნოლოგიები განავითარონ, რომ ბიტკოინი დაჩრდილონ, მაგრამ ფაქტორი, რომელიც ბიტკოინს სხვა მონეტებისგან აცალკევებს, მისი ზომაა.
ბიტკოინი
ამ გიგანტის ღირებულება ბოლო ჩავარდნების სერიის შემდეგ წერის მომენტში 8,302 დოლარია. ის 42%-ით დომინირებს კრიპტოვალუტის მთლიან კაპიტალზე. პიტერ თიელმა ბიტკოინზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ოქრო ოქროდ დარჩება, ვინაიდან ის აქტივების მთავარი კლასის წარმომადგენელია, მისი ჩანაცვლება ვერცხლით შეიძლება, მაგრამ ეს არ მგონია, ოდესმე მოხდეს“
მას დიდი ხანია, რაც ბიტკოინის სჯერა. როგორც ვოლსტრიტის ჟურნალი იუწყება წლის დასაწყისში Founders Fund-მა, რომელსაც თიელი მართავს 15-დან 20 მილიონამდე დოლარის ბიტკოინი შეიძინა.
სხვა კრიპტოვალუტების შესახებ მან განაცხადა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი მინდა წავაქეზო, რომ გაიქცნენ და ახლავე იყიდონ ეს კრიპტოვალუტები (საუბრობს ბიტკოინისაგან განსხვავებულ ვალუტებზე).“
მისი საუბრის შესაჯამებლად კი მან თქვა:
„მსოფლიო სათანადოდ ვერ აფასებს ამ ელექტრონულ ვალუტას.“
წყარო: ambcrypto.com