top of page

პარიზი ICO-ების მიმართ ახალ მიდგომას გვთავაზობს


საფრანგეთი გეგმავს, რომ ყველაზე მეგობრული იურისდიქციული გარემო შექმნას ICO-სთვის. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კანონის გამოცემას გეგმავს, რომელიც სარეგულაციო საკითხებს შეეხება.


„ჩვენ გვსურს, რომ კრიპტოვალუტები ლეგალური გზით გავამყაროთ მათთვის, ვისაც მისი შეძენა სურს. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება გვაქვს. ვმუშაობთ მოსახერხებელი სტრუქტურის შესაქმნელად. ამავდროულად, მიამიტები არ ვართ, ვიცით და რისკებსაც ვითვალისწინებთ“ - განუცხადა ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ მედიას.


AMF გეგმავს, რომ ინოვაციურ გზას მიმართოს რეგულაციებისთვის. სტრუქტურა ICO-სთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. ამას არასავალდებულო ავტორიზაციის გეგმის ფორმა ექნება, ანუ ლიცენზიით ან მის გარეშე, რომელსაც AMF გამოსცემს.


მათთვის, ვისაც ლიცენზია სურს, რომ მიიღოს, გარანტიის შექმნა მოუწევთ ინვესტორებისთვის, თუმცა ულიცენზიო ICO არ იქნება აკრძალული საფრანგეთში, რაც აქამდე არსებული ყველა რეგულაციისგან რადიკალურად განსხვავდება.


მათი ქმედება საკმაოდ კონტრასტულია SEC-თან, რომელმაც უბრალოდ ძველი კანონები 21-ე საუკუნის ინოვაციაზე გაავრცელა.


როგორც ვხედავთ, პარიზმა ლონდონსაც კი აჯობა, თუმცა ვერავის წარმოედგინა, რომ FCA ამას მოახერხებდა.


რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ICO უფრო სანდო იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლიზენზირების პროცესი სწრაფი და მისაღები იქნება. ცხადია, ეს მათ მიერ მოგროვებულ ინვესტიციებზე იმოქმედებს.


ულიცენზიო ICO-ს შეთხვევაში, იმის ახსნა მოუწევთ, თუ რატომ არ მიყვებიან ლიცენზიის პროცესს. ამიტომ, სანამ თავიანთ „უდანაშაულობას“ დაამტკიცებენ, ეჭვის ქვეშ იქნებიან, მაგრამ მეწარმეებს მაინც შეეძლებათ ფულის დაბანდება.


აშშ-სგან განსხვავებით, სადაც არალიცენზირებული ICO-ს გამოყენების გამო შეიძლება დაიჭირონ, საფრანგეთი უფრო ლიბერალურ კურსს იღებს.


ეს იმდენად რადიკალური გადაწყვეტილებაა, ვერაფერს ვერ დავარქმევთ, თუ არა ექსპერიმენტს რეგულაციების საკითხში.


SEC-ის დირექტივები შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან აუცილებელია დიდი კონტრაქტების დადება, იურისტების ჯარი, საკმაოდ დიდი რაოდენობით ფული და რამდენიმე თვე ან წელი, რათა ICO ნებადართული იყოს.


ინვესტორებს კი სინამდვილეში აინტერესებთ ICO-ს ჯგუფის გამოცდილება, რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის ფულის დაბანდება და ა.შ. დანარჩენი მათთვის მეორეხარისხოვანია და რისკს თვითონვე განსაზღვრავენ.


AMF-ი ამ პროექტის საბოლოო ეტაპზეა. თუ პარიზი მართლა გადაწყვეტს ICO-ს მიმართ ასეთი ცვლილებების მიღებას, ეს შეიძლება ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდეს.


წყარო: trustnodes.com

bottom of page