top of page

არის 2018 ეთერიუმის წელი?


ისევე, როგორც ბევრმა სხვა კრიპტოვალუტამ, ეთერიუმმაც განიცადა ღირებულების ვარდნა, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტა 2018 წლის ლიდერი გახდება. ეთერიუმს საკმაოდ კარგი დასაწყისი ჰქონდა 2018 წელს. მან უკვე უამრავი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და, მიუხედავად პატარა ჩავრდნებისა, ერთ-ერთმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ მისი ფასი შუა წელს 2000-3000 დოლარს მიაღწევს, წლის ბოლოს კი 5000-7000 დოლარამდე ავა მისი ღირებულება.

თანადამაარსებელმა, სტივენ რეიოფმა თქვა, რომ ამ ტექნოლოგიაზე დაყრდნობილი პროექტების ზრდის შემთხვევაში მას სჯერა, რომ ეთერიუმი ბიტკოინს გადაუსწრებს. იგი ამბობს: „ეთერიუმი წარმოუდგენლად ბევრ პროექტს ახორციელებს - იგი ამ ეკოსისტემაში მილიარდობით დოლარს დებს. წინა წელთან შედარებით, 10-ჯერ მეტი პროექტი განახორციელა, რაც ეთერიუმის ფასს ამ წელს გააორმაგებს ან გაასამმაგებს კიდეც.“

ამის მიუხედავად, უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელმაც შეიძლება ეთერიუმზე ამ მოლოდინებს ხაზი გადაუსვას. ყველაზე დიდი შემაფერხებელი ახალი რეგულაციებია, რომლებიც მოვაჭრეებს ICO-ზე ნერვიულობის მიზეზს აძლევს. ამან შესაძლოა ეთერზე ნეგატიურად იმოქმედოს და მისი ღირებულების დაცემა გამოიწვიოს.

კიდევ ერთი პრობლემა ქსელში დიდი რაოდენობით მომხმარებლების არსებობაა, რომელთა გამოც მათ უკვე შეექმნათ პრობლემები, როცა მათ საზოგადოებას ახალი თამაში-აპლიკაცია „CryptoKitties“ წარუდგინეს. ამ შემთხვევამ გამოკვეთა ის ფაქტი, თუ რამდენი რამაა გასაუმჯობესებელი, რომ პლატფორმამ თუნდაც უბრალო თამაშის დატვირთვას გაუძლოს.

დაბოლოს, კრიპტო კონკურენციამაც შესაძლოა მასიური გავლენა იქონიოს ეთერის ფასზე. NEO, NEM, Stellar და Qtum, ყველა ძალიან წააგავს Ethereum-ს და რაც უფრო იმატებს მათი ცნობადობა, მით უფრო დიდი შანსია, რომ ეთერიუმის ინვესტორები გადაიბირონ.

მხოლოდ დრო თუ გვეტყვის, ექსპერტების ვარაუდები გამართლდება თუ არა.

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page