Playboy მიიღებს ბიტკოინს
უფრო და უფრო მეტი კომპანია მიისწრაფვის იმისკენ, რომ ფულადი გადასახადები კრიპტოვალუტით მიიღოს. თვით Microsoft-იც კი მოხიბლული იყო ამ იდეით. გადახდის საშუალებად ბიტკოინი დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, მაგრამ 2017 წლის 26 დეკემბერს ამგვარი ოპერაციები შეწყდა არასტაბილურობის გამო. მიუხედავად ამისა, ამ წლის იანვარში Microsoft-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გამოყენება ისევ არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ბოლოს დროს კრიპტოვალუტის გამოყენება დაიწყო, არის ზრდასრულებისთვის განკუთვნილი მასალების ქსელი Playboy Tv. მათ განაცხადეს, რომ ამ წლის ბოლოსთვის, კრიპტოვალუტისთვის განკუთვნილ „საფულეს“ შექმნიან. თავრაპირველად ისინი მიიღებენ Vice Industry (VIT) მონეტას, რომელიც პირველადი მონეტების შეთავაზების ბაზარიდან 1 კვირაში გაქრება.
Vice Industry მონეტამ ამ ბაზარზე უკვე $16 მილიონი გამოიმუშავა. მათი ვალუტა შექმნილი იყო, რათა მომხმარებლებს შეეძინათ სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი მასალები კრიპტოვალუტის მეშვეობით, მაგრამ ეს არაა ერთადერთი ფუნქცია. ამ ვალუტის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლების ურთიერთობებისთვის თვალყურის მიდევნება ამ ტიპის საიტებზე.
უკანასკნელ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ნახვა, ხმის მიცემა და დაკომენტარება მათ არხზე VIT-ის საშუალებით. ჩვენი გადმოსახედიდან, Playboy TV დაამტკიცებს ამის შესაძლებლობას და მეტ სატელევიზიო კომპანიას მოუწოდებს კრიპტოვალუტების დანერგვისაკენ.
რინა პატელი, ოპერაციების მთავარი მენეჯერი აცხადებს:
“გადახდების ალტერნატიული მეთოდების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება Playboy-ის ციფრულ პლატფორმასთან ერთად. ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება ჩვენ ყოველთვიურ 100 მილიონ მომხმარებელს გადახდის უფრო მეტი მეთოდი შევთავაზოთ.“
კარგი შედეგების შემთხვევაში, Playboy-მ შესაძლოა კრიპტოვალუტების მოქმედების არეალი გაზარდოს და ისეთ სერვისებში დანერგოს, როგორიცაა აზარტული თამაშები და ვირტუალური რეალობა.
წყარო: usethebitcoin.com