top of page

FCA-იმ კიდევ ერთი ლიცენზია გასცა


კრიპტო ბირჟამ და საფულემ Coinbase-მა ლიცენზია მიიღო გაერთიანებული სამეფოების FCA-სგან, როგორც Coinbase UK-ს CEO, ზეშან ფეროზი, განაცხადებს.


ფეროზი აღნიშნავს, რომ ლიცენზია მხოლოდ ნაღდ ფულს ეხება და არა კრიპტოვალუტის სავაჭრო საქმეებს.


ლიცენზია არა მარტო გაერთიანებულ სამეფოებს ეხება, არამედ ევროკავშირის 23 ქვეყანასაც. ეს იმას ნიშნავს რომ Coinbase-ს შეუძლია გამოსცეს e-moeny და საგადასახადო სერვისები უზრუნველყოს გაერთიანებულ სამეფოებში.


Coinbase-ის FCA ლიზენცია შესაძლებელია ევროკავშირის უმრავლესობა ქვეყანაზე აღარ გავრცელდეს, თუ დიდმა ბრიტანეთმა ვერ შეინარჩუნა საპასპორტო უფლებები ბრექზიტის შემდეგ. Business insider აღნიშნავს, რომ Coinbase-ს შესაძლებელია ახალი ოფისის გახსნა მოუწიოს ევროკავშირში.


იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის კრიპტოს ბაზარი 2017-ში სხვა ბაზრებზე მეტად 2-ჯერ გაიზარდა, გაერთიანებული სამეფოებში განხორციელებული ეს ქმედება უმნიშვნელოვანესია Coinbase-ისთვის, დიდი ბრიტანეთის ბაზარი კი უდიდესად მიიჩნევა. ფეროზმა განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო უნდა იყოს ინვესტიციების ნაკადი აქ.


Coinbase-ი პირველი კრიპტო ბირჟაა, რომელმაც ბანკის ანგარიში გახსნა, ბარკლიში, გაერთიანებულ სამეფოებში. ბარკლისთან პარტნიორობამ კრიპტო ბირჟასთვის და საფულისთვის FPS-ი ხელმისაწვდომი გახადა.


Coinbase-მა და GDAX-მა გამოაცხადეს, რომ SegWit-ის მხარდაჭერას გამოიყენებენ. SegWit-ი ტრნასზაქციებისას გაჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად იქნება გამოყენებული.


წყარო: cointelegraph.com

bottom of page