top of page

სტელარი წინ მიიწევს !


სტელარი, რომელსაც სურს მოშალოს თანამედროვე საფინანსო ტრანზაქციათა სისტემა, დიდ წარმატებას აღწევს, რადგან მისი კრიპტოვალუტა, სტელარ ლუმენი, გასული წლის ტოპ 10 კრიპტოვალუტის სიაში შევიდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მათ გამოაცხადეს IBM-თან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან თანამშრომბლობა. ამ წარმატებულმა ქსელმა საფუძველი ჩაუყარა სტელარს და ისინი მეტი ენთუზიაზმით იმუშავებენ 2018-ში.


მათ აგრეთვე გამოაცხადეს, რომ ელვისებური ქსელის დანერგვას შეეცდებიან, რათა მათი ისედაც სწრაფი ბლოკჩეინი უფრო მასშტაბური იყოს და ადვილად გაუმკლავდეს მოსალოდნელ პრობლემებს. ეს ტექნოლოგიური წინსვლა ძალიან კარგია ამ კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, მაგრამ, ამასთანავე, სტელარის პლატფორმაზე კიდევ ბევრი რამ ვითარდება.


8 მარტს, სტელარმა Keybase-თან გაფორმებულ თანამშრომლობაზე განაცხადა. Keybase არის კომპანია, რომელიც ონლაინ ჩატების, ფაილების შენახვისა და იდენტიფიკაციის დაცულობისთვის სპეციალურ დამხმარე ინსტრუმენტებს ქმნის. ეს „ინსტრუმენტები” დაცულია კრიპტოგრაფიული კოდით. ამით Keybase მომხმარებლებისთვის ყოველდღიური აქტივობების დაცულობას უზრუნველყოფს.


მაგალითად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დაიცვან თავიანთი კომუნიკაცია, სპეციალური ბოქლომი დაადონ თავიანთ Dropbox-ს ამ საიტის ცენტრალიზირებული სერვერებისგან დამოუკიდებლად და, ამასთანავე, Reddit-ზე მესამე მხარის გარეშე ჩაატარონ ტრანზაქციები.


სტელარს უფრო აინტერესებს Keybase-ის ის ინსტრუმენტი, რომელიც კრიპტოგრაფიას რეალობას უკავშირებს. ეს ხერხი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთში ჩაატარონ ტრანზაქციები ისევე, როგორც ისინი უკავშირდებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელებში. ადამიანებს შეეძლებათ, სოც ქსელებით გადარიცხონ ციფრული აქტივები. სწორედ ამისკენ მიისწრაფვის სტელარი.


ეს არ არის ერთადერთი დამხმარე ინსტრუმენტი, რომელსაც Keybase სტელარისთვის ქმნის. ამ ორი კომპანიის იდეები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც Keybase-ის გუნდმა განაცხადა. მათი თანამშრომლობა არაა გასაკვირი, რადგან ისინი თითქოს ავსებენ ერთმანეთს. სტელარი უფრო ბიზნესში განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებზე აკეთებს აქცენტს, ხოლო Keybase კი ინდივიდებს შორის გაკეთებულ ტრანზაქციებზე.


ამ წამოწყების გარდა, 2018 წლის პირველ ნახევარში სტელარს კიდევ 20 ახალი პროექტის განხორციელება სურს თავის ბლოკჩეინზე. თავისი პროექტებისა და პირველადი მონეტების გაცემის (ICO-ს) მხარდასაჭერად შექმნეს Bitfrost, დამხმარე საშუალება ICO-სთვის, რომლის მეშვეობითაც მიიღება არა მარტო მათი კრიპტოვალუტა, არამედ ბიტკოინი და ეთერიუმი ახალი პროექტების დასაფინანსებლად.

ამ პროექტებს შორის არის რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე მუშაობს და იქვე იღებს დაფინანსებას. ეს პროექტები ან უკვე გადმოვიდნენ ეთერიუმის ბლოკჩეინიდან სტელარზე ან უახლოეს მომავალში გადმოვლენ. ამის მიზეზი ეთერიუმის ბლოკჩეინით სარგებლობის მაღალი დანახარჯები და თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას დადასტურების შეტყობინების სიმრავლეა. არაერთხელ ყოფილა ისეთი ფაქტი, როდესაც ეთერიუმი გადატვირთული იყო ICO-ს მიმდინარე ოპერაციების გამო, რაც მიუღებელია ბევრი ბიზნესმენისთვის.


Mobius, Kin და Smartlads ის აპლიკაციებია, რომლებიც სტელარის ბლოკჩეინზე გადმოდიან. ამ სამი პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეთერეუმის ქსელის გაძვირებამ და მისმა გადატვირთულობამ გამოიწვია სხვა ბლოკჩეინზე გადასვლა. Kin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედ ლივინგსტონმა ინტერვიუში თქვა, რომ მთავარი მიზეზი ამ ცვლილებისა იყო სტელარის დეცენტრალიზირებული გაცვლების სისტემა დაინერგა.


ბოლო სამი წლის განმავლობაში სტელარი დეცენტრალიზირებული გაცვლითი პუნქტი იყო, რისი დამსახურებითაც მათ ბლოკჩეინზე საერთაშორისო ტრანზაქციები ხორციელდებოდა. იმის და მიუხედავად, რომ ის უკვე გარკვეული პერიოდია რაც მუშაობს, SDEX არაა სრულყოფილი. სტელარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ დეცენტრალიზირებული სისტემის მომხმარებლებზე მორგება მათი მთავარი მიზანია, და პირველ რიგში ისინი ინტერფეისს გააუმჯობესებენ.


დეცენტრალიზირებული სისტემების გამარტივება არც თუ ისე იოლია, რადგან ბლოკჩეინზე გაცვლების განხორციელება რთულია. კომპანიის თანახმად, SDEX-ის მომხმარებლები ვერ იგრძნობენ განსხვავებას ამ სისტემასა და ისეთ ცენტრალიზირებულ გაცვლის ობიექტს შორის, როგორიცაა Binance.


SDEX-ის მთავარი მომხმარებლები ისეთი კომპანიები იქნებიამ, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ამ კუთხით კარგად მოქმედებს სამხრეთ კორეაში და მალე მათი მომხმარებლების სიას ასეთი ორი კომპანია შეემატება. სტელარის წარმომადგენლების თანახმად, ამ ორ კომპანიას ბევრი სხვაც მოჰყვება. მათი ვარაუდით, წლის ბოლოს მათ ახალი პარტნიორები ეყოლებათ ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, ვიეტნამში და მსოფლიოს სხვა კუთხებიდანაც.


ამ კომპანიების გარდა, სტელარის ქსელში ბანკებიცაა. იმის და მიუხედავად, რომ რამდენიმე ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა მათ ბიზნეს მოდელს საფრთხეს უქმნის, ისინი დიდად დაინტერესებულნი არიან ამ ციფრული აქტივებით.


რიპლის მსგავსად, სტელარი ბანკების ყურადღებას თავის ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებობით იპყრობდა. ბანკებთან თანამშრომლობას ხელი შეუწყო სტელარისა და IBM-ის პარტნიორობამ, რომლის ფარგლებში ბანკთაშორისი ტრანზაქციების პროექტი შეიქმნა. ამჟამად, ამ პროექტში 14 ბანკი მონაწილეობს და სავარაუდოდ მათ სხვებიც შეუერთდებიან.


გარდა ამისა, პარტნიორული გარიგებების მენეჯერმა ელა ქიანგმა განაცხადა, რომ ეს კომპანია აპირებს ოფიციალური ვალუტის გამოშვებას, რომელსაც ცენტრალური ბანკი დაუჭერს მხარს. შესაძლოა, ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ ელას თქმით მათ უკვე ჰქონდათ სერიოზული საუბარი რამდენიმე ბანკთან.


როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკებიც დაფიქრდნენ თავიანთი კრიპტოვალუტის შექმნაზე. ელამ განაცხადა, რომ თავიანთი კრიპტოვალუტის შექმნის ნაცვლად, ბანკები სხვა კრიპტოვალუტებსაც მოიაზრებენ, რომელთა შორის სტელარიცაა.


სტელარის ამ წლის გეგმა უკვე გავაანალიზეთ. მათი ახლად გაფორმებული თანამშრომბლობა Keybase-თან ბევრ მომხმარებელს შემატებს სტელარს, რომელიც არა მხოლოდ კომპანიებზე, არამედ ცალკეულ ინდივიდებზეცაა ორიენტირებული. მათი დეცენტრალიზირებული გაცვლის სისტემის გაუმჯობესება უფრო მეტ პოპულარობას შესძენს მათ.


ბევრმა ICO-მ თავისი პროექტების განსახორციელებლად სწორედ სტელარის პლატფორმა აირჩია და არა ეთერეუმის. ეს იმაზეც მიგვითითებს, რომ სტელარს სხვა ბლოკჩეინების მიმართ გარკვეული უპირატესობა გააჩნია. IBM-ის მეშვეობით ბანკები ეცნობიან ამ კომპანიას და მისი ბლოკჩეინით ინტერესდებიან. წელს სტელარი შესაძლოა ნამდვილი ბიზნეს სამყაროს წევრი გახდეს, რაც სტელარის Lumen-ის მფლობელებისთვის და ზოგადად ბლოკჩეინის ინდუსტრიისთვის იქნება მომგებიანი.


წყარო: investinblockchain.com

bottom of page