top of page

IOTA გლობალურ ბაზარზე


ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა დიდი ელექტრონული ვალუტების გამო, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში ხვდებიან, ხანდახან საერთოდ გვავიწყდება სხვა ნაკლებად პოპულარული ვალუტები, მაგალითად IOTA. მისი თვითღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის კრიპტოვალუტებს შორის მეთერთმეტე ადგილს იკავებს. სხვებისაგან განსხვავებით, მას უნიკალური ბლოკჩეინ ტექნოლოგია აქვს, რომელსაც Tangle ქვია. ის უფასო ტრანზაქციების საშუალებას იძლევა.

ბოლო დროს IOTA-ს მემკვიდრეობამ გერმანიაში რამდენიმე მდიდარი კომპანიის დაინტერესება გამოიწვია. მაგალითად, Volkswagen Group-ის წარმომადგენელი ამ სფეროში, იოჰან ჯანგვორთი, IOTA-ის ერთ-ერთი წევრი გახდა. დაინტერესებული კომპანიების რიცხვს Bosh-იც შეუერთდა.

IOTA-ს თანადამაარსებელმა დომინიკ შაინერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ პარტნიორობების დამსახურებით, IOTA-ს წინ დიდი აღმავლობა ელოდა. კრიპტო საზოგადოებაში დადის ჭორები, რომ IOTA-ს კიდევ ბევრი მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება ელის წინ. კომპანიამ უკვე შექმნა უამრავი ოფისი მსოფლიოს გარშემო - კანადაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, სამხრეთ კორეაში. ამის მიზეზი სწორედ რომ კომპანიის მოასლოდნელი ბუმია ახლო მომავალში.

დეველოპერებსა და მათემატიკოსებს, რომლებიც IOTA-მ დაიქირავა, ხელფასი IOTA-ს მონეტებით ერიცხებათ და არა ქაღალდის ფულით.

შაინერის პირველი შეხება კრიპტოვალუტასთან 2013-ში მოხდა, როცა მან სცადა საკუთარი ელექტრონული სავაჭრო გაცვლითი პუნქტი შეექმნა 17 წლის ასაკში, თუმცა ეს პროექტი სრულიად ჩავარდა, რასაც მისი ინვესტიციის დაკარგვა მოჰყვა 500 000 ევროს ოდენობით. Bloomberg-თან ინტერვიუში მან ეს ჩავარდნა გამოუცდელობას მიაწერა.

მან ასევე დასძინა:

„ბევრი ჩემს წამოწყებას ნარკოტიკებთან და შავ ბიზნესთან ასოცირებდა. ამიტომაც ბანკები უარს ამბობდნენ ჩემი კომპანიის სახელზე ანგარიშის გახსნას“

2015 წლისთვის დომინიკმა დეივიდ სონსტებოსთან, სერჟეი ივანესკოსთან და სერგეი პოპოვთან ერთად დააარსა IOTA ბერლინში და ახლა, IOTA-ს წარმატების შემდეგ 2016-სა და 2017-ში, ახალგაზრდა მეწარმეები მზად არიან ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ვალუტად აქციონ.

წყარო: ccn.com

bottom of page