top of page

ჰაკერებმა უკვე გაათეთრეს მოპარული NEM-ის 40%


კიბერუსაფრთხოების კონსულტანტების განცხადებით, ჰაკერებმა, რომელთაც Coincheck-ის გატეხვის შემდეგ ყველა დროის ყველაზე დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს, უკვე მოახერხეს მოპარული NEM-ის ტოკენების 40%-ის გათეთრება.


ტოკიოში ბაზირებულ გამოცემაზე, L Plus-ზე, დაყრდნობით, Nikkei-მ განაცხადა, რომ ქურდებმა უკვე მოახერხეს 200 მილიონი დოლარის ღირებულების NEM-ის ტოკენების (XEM) გათეთრება. სტატიის დაწერის დროს, მათი საერთო ღირებულება უკვე 79.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.


თუმცა, სავარაუდოა, რომ ჰაკერებმა შედარებით ნაკლები ფული გაათეთრეს. სავარაუდოა, რომ ისინი ფულს ათეთრებენ Dark Web-ის საშუალებით, ვინაიდან მოპარული მონეტები ფირმის მიერ შავ სიაშია გადაყვანილი და საკმაოდ რთულია მათი განაღდება.


ტოკიოს პოლიციამ გამოყო 100 ადამიანი, რათა გამოიძიოს კრიპტოვალუტების მოპარვის ფაქტი. გამომძიებლებმა უკვე იპოვეს საეჭვო ფაქტები, რომლებსაც ადილი ჰქონდა Coincheck-ის გატეხვამდე 1 კვირით ადრე.


როგორც ჩანს, ჰაკერებმა შეაღწიეს Coincheck-ის შიდა სისტემებში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს გაუტეხეს პირადი E-mail-ი. ამის შედეგად, მათ მიიღეს საჭირო პაროლები, რათა შეეღწიათ NEM-ის შიდა სისტემაში. ამის შემდეგ მათ მოიპარეს NEM-ის ტოკენები, რომლის ღირებულება მაშინ იყო 530 მილიონი დოლარი, ხოლო ახლა უკვე 198 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.


უცნობმა წყარომ, რომელიც ჩართულია გამოძიებაში, Nikkei-ს განუცხადა, რომ გათეთრებული ფულის უდიდესი ნაწილით ჰაკერებმა იყიდეს ბიტკოინი. სავარაუდოა, რომ ბოლო დანიშნულება იქნება ამ ფულის გადაცვლა ნაღდ ფულში. გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა გათეთრებული ფულის ნაწილის გამოტანა.


ჰაკერების ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ გატეხვა წააგავდა იმ ჰაკერულ თავდასხმებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეის მიერ დაფინანსებულ ჰაკერებს მიაწერენ.


იაპონიის ფინანსურმა რეგულატორებმა უკვე დაიწყეს საკითხის აქტიურად შესწავლა. პარალელურად, სავაჭრო პლატფორმებმა გამოთქვეს ინიციატივა, გახსნან თვითრეგულირებადი ორგანო, რომელიც, მთავრობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, ისარგებლებს ძალაუფლებით ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე.


CCN-ის ცნობის მიხედვით, Coincheck-ი აპირებს ფუნქციონირების განახლებას, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი სისტემები გულდასმით შეამოწმა.


სავაჭრო პლატფორმა აგრეთვე აპირებს, კომპენსაციები გადაუხადოს იმ 260 000 მომხმარებელს, რომელიც დაზარალდა კომპანიის გატეხვით. სავარაუდოა, რომ კომპენსაცია მოხდება გაცვლითი კურსით 1 NEM = 89 JPY (0.83 ამერიკული ცენტი). ეს გაცვლითი კურსი, დაახლოებით, ორჯერ მეტია დღეს არსებულ კურსზე.


წყარო: ccn.com

bottom of page