top of page

რიპლით ტაილანდური ბანკს ცვლილებები შეაქვს


ტაილანდის Siam Commercial Bank (SCB) ორ ახალ ვალუტას ამატებს რიპლით ფულადი გზავნილების სისტემას. ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომერციულ ბანკზე ამ განცხადებას ვკითხულობთ ამ კვირას Bangkok Post-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.


ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, არაკ სუტივონგის, განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბანკის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში შეამჩნიეს ტაილანდში შემოსული საგრძნობი რაოდენობის ევრო და ფუნტი სტერლინგი.


ამ პერიოდისთვის აღნიშნულ პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დამატებულია იაპონური იენი, რომელიც წარმატებული ტესტირების შემთხვევაში გამოყენებულ იქნება 60-ზე მეტ იაპონურ და სამხრეთ კორეულ ბანკებთან სავაჭროდ და ასევე საერთო რიპლის ბლოკჩეინის საპილოტე ვერსიის დასასრულებლად.


ამასთან, ტაილანდური ბანკი აცხადებს, რომ ისინი ფულადი ტრანზაქციების საშუალებას გასული წლის ივნისიდან იძლეოდნენ, რასაც წარმატებით იყენებდა იაპონიაში მცხოვრები ტაილანდის მოსახლეობის ნაწილი, თუმცა ყოველივე ეს ხდებოდა ტაილანდის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.


ამ დროისთვის, SCB აპირებს ინოვაციების ცენტრალური ზედამხედველის გარეშე დაგეგმვას, რადგან პლატფორმის ტექნოლოგიური ასპექტები უცვლელი რჩება და სიახლეების დამატება აუცილებლად არ მოითხოვს გრძელვადიანი ტესტირებების ჩატარებას.


წყარო - coindesk.com


bottom of page