რა საფუძველი არსებობს ბიტკოინ მაინინგის შესაზღუდად ?
მარია გაბრიელის, ციფრული ეკონომიკისა და სოციუმის ზედამხეველის, განცხადებით, ევროპის კომისიამ დაადასტურა, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ ელექტრო ენეგრიის მომატებულ მოხმარებას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ევროკავშირში.
გაბრიელმა ხაზი გაუსვა, რომ სიტუაცია განსაკუთრებულად კრიტიკული ბიტკოინის მაინინგისთვისაა, რომელიც ჩინეთშია კონცენტრირებული. მთელი მაინინგის დაახლოებით ორი მესამედი ჩინეთში ხორციელდება.
ამ მომენტში არანაირი ლეგალური საფუძველი არ არსებებობს პრევენციისთვის ან ენეგრიის გამოყენების შეზღუდვისთვის ევროკავშირიში, მაგრამ ენერგიის მოხმარება ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა და ის ენერგიის ეფექტიანობის კანონის ქვეშ ექცევა, ენერგიისა და სათბურის აირის გამოშვების სექტორში.
ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდამ, დიდი ალბათობით, კრიპტოვალუტის ღირებულება და მასზე მოთხოვნა შეიძლება შეცვალოს.
კომისიამ არანაირი მოთხოვნა არ წააყენა კრიპტოვალუტისთვის თვალყურის დევნაზე, რადგან ეს არალეგალური აქტი არაა. თუმცა, კომისია აპირებს განიხილოს, თუ რა გავლენა ექნება ენერგიის ასეთ ჭარბ გამოყენებას.
გაბრიელმა განაცხადა, რომ არსებობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აპლიკაციები, რომლებიც არ მოითხოვს ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას.
ქრისტინე ლაგარდსაც იგივე პოზიცია უკავია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ფორუმიდან ირკვევა. განცხადება მან იანვარში გააკეთა და ფიქრობდა, რომ ინდუსტრიის მიერ გამოყენებული ენეგია საგანგაშოა, მით უმეტეს, როცა მსოფილიო კლიმატის ცვლილებას ებრძვის.
წინა წელს, ევროპის კომისიამ გამოაცხადა, რომ აპირებენ, ევროკავშირის ბლოკჩეინ სისტემებს თვალყური ადევნონ, რათა ტექნიკური ექსპერტიზა და რეგულაციები გააუმჯობესონ.
ამასთან, მათი მიზანია, SEC-ს დაეხმარონ იმის განსაზღვრაში, თუ რა როლი შეიძლება დაეკისროს სახელმწიფოს ასეთი ტექნოლოგიების შექმნაში, თუ საერთოდ შესაძლებელია, რომ მას რაიმე როლი ჰქონდეს.
წყარო: cnn.com