top of page

თაღლითები ბიტკოინების მოსაპარად ახალ გზებს პოულობენ


ავსტრალიის სახელმწიფო მოხელეები თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებენ თაღლითების შესახებ, რომლებსაც თავიანთი თავი გადასახადების აგენტებად მოაქვთ და ბიტკოინებს ითხოვენ გადასახადების დასაფარად.


ATO-მ განაცხადა, რომ თაღლითები ყალბ გადასახადებს გვიანი 2017 წლიდან კრეფდნენ. მათ დაამატეს, რომ დაახლოებით 50 ათასი ავსტრალიური დოლარის ოდენობის ბიტკოინი შეიძინეს არალეგალური ქმედებით.


პრობლემა ისაა, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობის სწრაფმა ზრდამ, კონკრეტულად 2017 წელს, გარდაუვალი გახადა ის ფაქტი, რომ ის კრიმინალების ყურადღებას მიიქცევდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა ვირტუალურ სამყაროში ოპერირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წართმეული ფულის დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.


ATO-მ ხალხს განუცხადა, რომ სახელმწიფო გადასახადებს ბიტკოინებში არ იღებს, რათა ხალხი უფრო ინფორმირებული იყოს და მახეს არ წამოეგონ. გადასახადების დაფარვისთვის შეუძლიათ გამოიყენონ საკრედიტო ან სადებეტო ბარათები, ბანკიდან ტრანზაქციები და ა.შ.


გადასახადებთან დაკავშირებული თაღლითობების გარდა, ავსტრალიაში სხვა შემთხვევებიც იყო. ATO-მ აღნიშნა, რომ მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან არსებობს არალეგალური აქტები, მაგალითად, წინასწარ გადახდილ სასაჩუქრე Visa ბარათებსა და ITunes-ის სასაჩუქრე ბარათებთან დაკავშირებით. ასეთი არალეგალური აქტების გამო ავსტრალიელებმა დაახლოებთ 2.4 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაკარგეს.


სახელმწიფო საგადასახადო სააგენტო ACCC-სთან გაერთიანდა და საჯაროდ განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავაშირებული თაღლითობები ერთ კვირაში 126 პროცენტით გაიზარდა, წინა წელს ავსტრალიაში. მათ ასევე გამოააშკარავეს, რომ 1289 საჩივარი დაფიქსირდა ამ თაღლითობებთან დაკავშირებით 2017 წელს.


დაახლოებით ერთი წლის წინ, კანადის პოლიციაც იმავე მიზეზების გამო აფთხილებდა მოქალაქეებს. ავსტრალიამდე მსგავსი არალეგალური აქტები სხვაგანაც ხდებოდა.


წყარო: cnn.com

bottom of page