top of page

Google კრიპტოვალუტის რეკლამების აკრძალვას აპირებს


მულტინაციონალური საძიებო სისტემის კომპანიამ გამოაცხადა, რომ ფინანსური სერვისების რეკლამებს აკრძალავს, მათ შორის ციფრულ ვალუტებსაც. ივნისიდან კომპანიები ვეღარ შეძლებენ კრიპტოვალუტის რეკლამების განთავსებას. განცხადებაში არ უხსენებიათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. აკრძალვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ეხება, როგორებიცაა ICO, კრიპტოვალუტის ბირჟები, საფულეები და ა.შ.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციფრული რეკლამების ყველაზე დიდმა პროვაიდერმა გადაწყვეტილება ფეისბუქის ქმედების შემდეგ რამდენიმე თვეში მიიღო, რომელიც ამგვარი რეკლამების აკრძალვას გულისხმობდა.


რობ ლითერნმა, ფეისბუქის პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორმა, იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის რეკლამების აკრძალვა განპირობებული იყო ინფორმაციით, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო მართალი და მისი მიზანი ხალხის მოტყუება ყოფილიყო. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია თაღლითობის წინააღმდეგ. სანდო იყო თუ არა ინფორმაცია, შემოწმება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.


მან დაამატა, რომ ასეთი პოლიტიკა სპეციალურად არის ფართო, რათა კომპანიამ უკეთ შეძლოს ცრუ რეკლამების დაფიქსირება.


ციფრული ფულისადმი მოთხოვნის გაზრდამ თაღლითების ყურადღებაც მიიქცია და ამ თვეებში მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. SEC-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კანონები ბევრ კრიპტოვალუტასა და ბირჟაზეც ვრცელდება. ამის გამო საბაზრო ფასები დაეცა და ინვესტორები ნერვიულობენ, რადგან დამატებით წნეხი შეიძლება აღმოჩნდეს ინდუსტრიისთვის.


სააგენტოს განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი 10 პროცენტით შემცირდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მიუხედავად ამ შემცირებისა, SEC-ი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ბიტკოინს და უფორ კონცენტრირებულია ICO-ზე.


წყარო: livebitcoinnews.com

bottom of page