top of page

მსოფლიოს პირველი ბიტკოინ მონუმენტი


კრანი სლოვენიის მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქია და ის ისტორიაში შევა, რადგან მსოფლიოს პირველი ბიტკოინ მონუმენტის გახსნას აპირებს.

“roundabout kranj”, ასე დაარქვეს ამ მონუმენტს, რომლის ბიტკოინის ლოგოც roundabout-ის ცენტრშია. ის აკავშირებს ორ ქუჩას, ოლდჰამსკას და Gregorčičeva-ს.


ნაგებობის დიზაინი სელმან Čorović & KRARH Society-იმ შექმნა, რომლის კონსტრუქცია კრიპტოვალუტის ბირჟამ Bitstamp-მა დააფინანსა.


განცხადების თანახმად, ეს ლოკაცია აირჩიეს, რათა „დეცენტრალიზებული კავშირები“ ეჩვენებინათ, რომელსაც ბლოკჩეინი ქმნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინდივიდებს შორის. ასევე, ამ ნაგებობით სურთ თქვან, რომ სლოვენია ციფრულ ტექნოლოგიებს მხარს უჭერს. მათი მიზანია, რომ წარმოაჩინონ თავიანთი პროგრესული აზროვნება და ახალი ტექნოლოგიებისადმი კარგი დამოკიდებულება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს საზოგადოებისთვის ახალი საფეხურია და მომავალში ცხოვრებას შეცვლის.


ბიტკოინის მონუმენტი ოფიციალურად 13 მარტს გაიხსნა, კრანის მერის, ბოშტიან ტრილარისა და სახელმწიფო მდივნის, ტადეი სლიაპნიკის მიერ.


ეს არაა ქვეყნის პირველი მცდელობა ბლოკჩეინ სტარტაპების მოსაზიდად.


როგორც CCN-მა განაცხადა, წინა წელს სლოვენიის პრემიერ მინისტრი, მირო ცერარი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყანა „ნაციონალური ბლოკჩეინ ეკოსისტემის“ შექმნას ცდილობდა და იმედს იტოვებდა, რომ ევროკავშირში ბლოკჩეინის ყველაზე ცნობილი ადგილი იქნებოდა.


მიუხედავად ამისა, ქვეყანა იმავე განწყობით ICO-ს არ შეხვდა. ოქტომბერში ფინანსური სტაბილურობის საბჭომ ინვესტორები გააფრთხილა, რომ ICO-ს მონეტები არ რეგულირდებოდა როგორც სხვა კრიპტოვალუტა, და ამიტომ ინვესტიციებისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ მათ. თუმცა, მარეგულირებლები ასე მკაცრად აღარ არიან ICO-ს მიმართ განწყობილნი და მათ რეგულაციები შეამსუბუქეს ინვესტიციების განხორციელებისთვის.


წყარო: cnn.com

bottom of page