რიპლი 0.5 $ ნიშნულს უახლოვდება ! - ტექნიკური ანალიზი
გთავაზობთ რიპლის (XRP) ფასის ტექნიკურ ანალიზს. ტექნიკურ ანალიზზე ჩვენ ცალკე ბლოგსაც შემოგთავაზებთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს ანალიზი მხოლოდ ფასის ტენდენციებსა და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს ემყარება და არა სხვა რაიმე ფუნდამენტურ ანალიზს. აქვე გეტყვით, რომ ტერმინების უმრავლესობას ქართული შესატყვისი არ გააჩნია, თუმცა იმისათვის რათა ბლოგი უფრო გასაგები იყოს და, ამასთან, საფუძველი დაედოს ქართული ტერმინოლოგიის შექმნას, სტატიას გთავაზობთ სრულად ქართულ ენაზე. თარგმანთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დიდი სიამოვნებით მივიღებთ ჩვენი მომხმარებლებეისგან.
მიმოხილვა
რიპლის ფასმა მკვეთრი შემცირება განიცადა
რიპლის ფასი წნეხის ქვეშაა მას შემდეგ, რაც იგი 70 ცენტს ჩამოსცდა, რაც საყრდენ ფასს (Support) წარმოადგენდა. (რედ. Support არის ფასის დონე, რომელზეც ბაზარზე აღინიშნება მაღალი მოთხოვნა, ანუ წინასწარ გაკეთებულია ამ ღირებულებაზე ვალუტის შესყიდვის ორდერები, ანუ არსებობს წინასწარი მოთხოვნა. როგორც წესი, ფასი ამ ნიშნულს თუ ჩამოსცდება, უფრო ქვევითაც მიდის.)
ამჟამად, რიპლი XRP 60 ცენტზე მეტად ივაჭრება, მაგრამ არსებობს დიდი რისკი, რომ მისი ფასი კიდევ უფრო შემცირდეს.
რიპლის ფასის წინაღობა (Price Resistance)
რიპლის მყიდველებმა ვერ შეძლეს ფასის ზრდის ინიცირება 82 ცენტიან წინაღობის ზღვარს ზევით, (რედ. Resistance Level - ფასი, რომელზეც ბაზარზე ფიქსირდება ვალუტის გაყიდვის დიდი სურვილი, ანუ შექმნილია წინასწარი მიწოდება. როგორც წესი, თუ ფასი გადაცდება წინაღობის ნიშნულს, იგი კიდევ უფრო მეტად იზრდება ხოლმე. თუმცა, ამ ნიშნულის გადასალახად საჭიროა ბაზარზე ამ ფასად შესყიდვის მსურველებმა გადააჭარბონ გაყიდვის მსურველებს). იმის გამო, რომ წერის მომენტში რიპლის ფასი 70 ცენტზე ნაკლებია, ეს ნიშნული საყრდენი ფასიდან (მაშინ როდესაც ფასი 79 ცენტი იყო) ამჟამად წინაღობის ზღვრადაა გადაქცეული. 70 ცენტი ასევე წარმოადგენს 50%-იან ფიბონაჩის რეტრესმენტის ფასს (რედ. Retracement - ფასის მოძრაობის ტენდენციის ცვლილების წერტილი). ტექნიკური ანალიზი აჩვენებს, რომ თუ რიპლი დაფიქსირებულ მინიმალურ ზღვარს 62,5 ცენტს ჩამოსცდება, იზრდება ალაბთობა იმისა, რომ ჩამოსცდეს 60 ცენტიან საყრდენ ფასსაც, რაც სავარაუდოდ მის 50 ცენტამდე დავარდნას განაპირობებს.
ტექნიკური ინდიკატორები
საათობრივი MACD (Moving Average Convergence Divergence - სხვადასხვა პერიოდზე დათვლილი მცოცავი საშუალო, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ფასის მოძრაობის ტენდენციის ცვლილების ალბათობასთან დაკავშირებით) - ამჟამად, ფასის კლების (Bearish) ზონაშია.
საათობრივი RSI (Relative Strength Index - ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის მოცულობების სტატისტიკურ მონაცემბზე დაყრდნობით გვაჩვენებს ფასის ტენდენციის ცვლილების ალბათობას) - მაჩვენებელი ახლოსაა ზედმეტად გაყიდულის ნიშნულთან (Oversold – RSI < 30. როგორც წესი, ამ დროს მოსალოდნელია ფასის ზრდა)
ძრითადი წინაღობის ზღვარი (Resistance Level) – 70 ცენტი
ძირითადი საყრდენი ფასი (Support Level) – 60 ცენტი
დასკვნა
სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორი, ისევე, როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, განსხვავებული პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდობით, თუ რიპლის ფასი 60 ცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, დიდი ალბათობით 50 ცენტთან ახლოს გაჩერდება.
წყარო: www.newsbtc.com
ავტორი: AAYUSH JINDAL
თარგმანი: ბექა დალაქიშვილი