top of page

ეთერიუმი ძალიან ახლოს არის ინსტიტუციურ ვაჭრობასთან


ConsenSys-მა, ნიუ-იორკში დაარსებული ბლოკჩეინ აპლიკაციის შემქმნელებმა, გამოაცხადეს, რომ ამიერიდან TrueDigital-თან ითანამშრომლებენ, ახალ ონლაინ interest rate swap-თან, რომელიც TrueEx-ზე მუშაობს, რათა ეთერიუმის კრიპტოვალუტა ეთერზე ფასი გაზარდოს.


განცხადების თანახმად, ეს ორი კომპანია ეთერის ფასის ინდექსის შემუშავებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბაზრის მოცულობითა და ღირებულებით მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტა, რომლის მიზანია კრიპტოვაჭრობა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.


ამ განცხადებასთან ერთად, TrueEx-მა თქვა, რომ კომპანია დერივატივების ბაზარს შექმნის კრიპტოაქტივებისთვის.


„პირველი პროდუქტი, რომელსაც ისინი გამოსცემენ, სავარაუდოდ ბიტკოინის კონტრაქტი იქნება trueEx-ის swap პლატფორმაზე, მაგრამ გაყიდული იქნება TrueDigital-ის ბრენდის სახელით.“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ამჟამად, კონტრაქტი ამერიკის ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის (CFTC) თანხმობას ელის.


ეს იდეა იმის შემდეგ განვითარდა, რაც ინვესტორები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დერივატივებით დაინტერესდნენ, განაცხადა ორივე კომპანიამ.


CoinDesk-ის თანახმად, CFTC-იმ უკვე დააკანონა ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობა, რომელიც შემოთავაზებული იყო CME ჯგუფისა და ჩიკაგოს option-ებით ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ.


წყარო: coindesk.com

bottom of page