ცენტრალური ბანკის უფროსი ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტების რეგულაციაზე
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებს, როგორც საგადამხდელო საშუალებას, არ ცნობს, ჩინეთი აცნობიერებს მათ აუცილებლობას და ჯერ არ ჩქარობს მათ რეგულირებას - განაცხადა ცენტრალური ბანკის უფროსმა, ჟოუ სიაოჩუანმა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ციფრულ ვალუტაზე ისაუბრა 2018 წლის ეროვნული კონგრესის ყრილობის დროს.
მისი თქმით, რეგულაციები შემუშავდება რეგიონულ ცდებსა და ტექნოლოგიაზე დაყრდნობით.
მისივე განცხადებით, ცენტრალური ბანკი იკვლევს კრიპტოვალუტებს. კრიპტოვალუტების გამოშვება არ არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, მისი მთავარი მიზანია შეამციროს დანახარჯები, რომელიც დღევანდელ ტრანზაქციებთანაა დაკავშირებული. ბანკი ყურადღებას მიაქცევს უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცულობის საკითხებს, როდესაც კრიპტვალუტებზე მუშაობას დაიწყებს.
ციფრული ფული გარდაუვალია
ჟოუმ აღიარა, რომ სჯერა ციფრული ვალუტის მიერ ქაღალდის ფულის ჩანაცვლების. მან თქვა, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების შესაძლო გავლენებზე ციფრულ ვალუტებზე.
ვირტუალური ვალუტა არ არის ინტეგრირებული იმ ტრადიციულ ფინანსურ სისტემებთან, რომელთაც ჩინეთი იყენებს. თუმცა, ჟოუ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ფრთხილად მოიქცეს, როდესაც კრიპტოვალუტებზე შეტევაზე იფიქრებს.
ჟოუმ ხაზი გაუსვა, რომ საშიშია ისეთი ვალუტების დაშვება, რომელთაც ემუქრებათ სპეკულაციის დიდი საფრთხე. ბიტკოინის სწრაფმა აღმასვლამ სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე.
ჟოუს განცხადებით, ცენტრალური ბანკი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს კრიპტოვალუტების მიმართ და მუშაობს ინდუსტრიებთან, რათა გამოიკვლიოს და გაიღრმავოს ცოდნა ვირტუალური ფულის შესახებ.
ცენტრალური ბანკი არ ცნობს ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას. ის ყურადღებით შეისწავლის კრიპტოვალუტებს და მუშაობს იმაზე, რომ მოსახლეობამაც მეტი გაიგოს ვირტუალურ ფულზე.
მომავლის პროდუქტები უნდა გამოიცადოს, განაცხადა ჟოუმ.
სამთავრობო ზეწოლა გრძელდება
ჩინეთის რეგულატორი ორგანოები ბლოკავენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პროფილებს სოციალურ ქსელში. ასეთი პროფილები, ძირითადად, გამოიყენება, ჩინეთის ტერიტორიაზე ვალუტებით სავაჭროდ.
სამშაბათს, პეკინში ბაზირებულმა საინფორმაციო სააგენტომ, ცაისინმა, განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩინურ სოციალურ ქსელ, Wechat-ში, ბლოკავს იმ პროფილებს, რომლებიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობით არიან დაკავებულნი. ამგვარად, ჩინეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს კიდევ უფრო შეეზღუდებათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.
ჩინეთმა სექტემბერში დახურა ის ფირმები, რომლების მომხმარებლებს სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის გაცვლას ნაღდ ფულში. თუმცა, ზოგი ინვესტორის განცხადებით, მათ მაინც შეუძლიათ ოფშორული ზონების გამოყენება ამ სერვისის მისაღებად/განსახორციელებლად. სხვა ტრეიდერები გადავიდნენ ე.წ. “Over-the-counter” და/ან „peer-to-peer” პლატფორმებზე, იყენებენ რა სოციალურ ქსელებს, რათა იპოვონ სავაჭრო პარტნიორები.
წყარო: ccn.com