top of page

ბაზრის მიმოხილვა - 14 მარტი


ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 8,758 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 3.78 %-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ბოლო რამდენიმე საათში დაეცა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 148.8 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 659.77 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 4.27%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება, იტკოინის მსგავსად, ბოლო რამდენიმე საათში დაეცა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 64.9 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


რიპლი (XRP)


წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.7 აშშ დოლარია, რაც ფასის 4.3%-იანმა ვარდნამ გამოიწვია. ვალუტა ამ პერიოდის განმავლობაში შედარებით სტაბილური იყო, მაგრამ მისი ღირებულება ბოლო რამდენიმე საათში დაეცა.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 30.7 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 303 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


შემდეგ კვირას, G20-ის შეხვედრაზე არგენტინაში, იაპონიის წარმომადგენლები მოითხოვენ კრიპტოვალუტებზე გლობალური წესების მიღებას. შეხვედრა თავს მოუყრის ფინანსის მინისტრებს და ცენტრალურ ბანკირებს კრიპტოვალუტებზე სალაპარაკოდ. იაპონელი წარმომადგენლები პირელები იყვნენ, ვინც რეგულაციების ჩარჩოს მექანიზმი შეიმუშავა დარეგისტრირებულ კრიპტო ბირჟებზე ვაჭრობის შესამოწმებლად.



Binance-ის CEO-მ, ჩანგპენგ ჟაომ, განაცხადა, რომ გამოუშვებენ დეცენტრალიზებულ ბირჟას, რომელიც იმუშავებს არსებულის გვერდით. ციფრული აქტივების ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, DEX-ი მეტად სავარაუდოდ იმუშავებს, როგორც ახალი მონეტებისა და ICO-ების გამომშვები.

bottom of page